კიდევ ერთი გარიგებული მატჩი - "ლიახვი" და "იმერეთი" მკაცრად დაისაჯნენ

AutoSharing Option
15 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

მთავარი საკითხი პირველი ლიგის მორიგ მატჩზე მიღებული უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიში იყო. 8 ნოემბერს, ხონის "იმერეთისა" და ცხინვალის "ლიახვის" მატჩის შედეგზე (5:1) მოხდა საეჭვო მანიპულირება, რასაც თფა-ს რაპორტი ადასტურებს. სადისციპლინო კომიტეტი დამატებით გაეცნო ფირს, მოუსმინა მხარეებს და გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:

მატჩის შედეგი გაუქმდა. ხონის "იმერეთი" რაპორტში ზედიზედ მეორედ მოხვედრისა და სხვა მამხილებელი გარემოებების გამო მოხსნილია გათამაშებიდან, გაუნულდა აქამდე დაგროვილი ქულები და დარჩენილ მატჩებში ჩაეთვლება 0:3 წაგება.
გუნდის მენეჯერ სოსო ჩაკვეტაძეს სამუდამოდ აეკრძალა ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა.

ცხინვალის "ლიახვი" დაჯარიმდა 10 000 ლარით და ჩამოაკლდა 6 ქულა.

სადისციპლინო კომიტეტის განცხადებით, ფედერაციას მიეცა მითითება, რომ გააგრძელოს მუშაობა სხვა შესაძლო დამნაშავე პირების გამოვლენისა და შუამდგომლობის წარმოდგენის შესახებ.

სხვა საკითხებზე სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა ასეთი გადაწყვეტილებები მიიღო: მეორე ლიგაში ოჩამჩირის "ამირანს" ფეხბურთელის არამართლზომიერი მონაწილეობის გამო "ალგეთთან" მატჩში ჩაეთვალა 0:3 წაგება, ჩამოაკლდა 3 ქულა და დაჯარიმდა 400 ლარით.

ასევე მეორე ლიგაში, "ვარკეთილი"-"შევარდენის" მატჩში მოედანზე შესვლისა და მსაჯისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო სტუმართა გუნდის უფროსი გიორგი ნემსაძე დასჯილია 3 მატჩით და 400 ლარით.

gff.ge

მკითხველის კომენტარები / 17 /
მივმართავ ფედერაციას. შინაგან სამინისტროს და პროკურატურას რათა სასწრაფოთ გამოიძიონ ცხინვალის ლიახვის ხელძღვანელობის საქმიანობა. და რატომ გაიგცა მწვრთნელი გუნდიდან.
roma
18 ნოემბერი 2016 13:27
0
მივმართავ ფედერაციას. შინაგან სამინისტროს და პროკურატურას რათა სასწრაფოთ გამოიძიონ ცხინვალის ლიახვის ხელძღვანელობის საქმიანობა. და რატომ გაიგცა მწვრთნელი გუნდიდან.
roma
18 ნოემბერი 2016 13:26
0
რატომ არ ხსინთ ლიახვს ეგ არის სამართალი
nugo
16 ნოემბერი 2016 14:40
0
კარგით რა მართლა თუ გარკვეულია და დაჯარიმდა გუნდი სამართალდამცავები რატომ არ იძიებენ რა ეგრე ადვილათ უნდა შერჩეთ მაგ ლიახვის და ხონის უფროსობას
dida
16 ნოემბერი 2016 14:38
0
1 ligas rom tavi davanebot, umaglesi ligis kvela tamashia garigebuli federaziis mier, ukve tinastar izian vin unda itamashon uefaze da vin unda gavardes, xalxs ras moatkuebt fulis monebo!
mate
16 ნოემბერი 2016 11:49
0
xonis imerets, rom dachagravt is kazebi zixart federaziashi da totalizatorebtan rom xart shekruli es gasagebia, mashin sadaa samartali chikura da samtredia rasaz unda imas rom aketeben,egaa tkveni samartali, tkven usamartlobas kvela xedavs.
gabrieli
16 ნოემბერი 2016 11:39
0
უფრო მეტი სიმკაცრეა საჰირო.ფეხბურტიდან სამუდამოდ მოხსნას მივესალმები.
ბაჯო
16 ნოემბერი 2016 11:08
0
ვაკხანალიაა საერთოდ საქართველოს დაბალ ლიგებში. ვინ ვის აძლევს თამაშს კაცმა არ იცის. აქედან უნდა მიეხედოს საქმეს, თორე არაფერი არ გამოვა... ფეხბურთელს რომ ხელფასს 200 ლარს გადაუხდი ის იფიქრებს ალბათ მატჩის ჩაწყობაზე, დაუნიშნე პატარა ხელფასი და დიდი ბონუსები მოგებებზე და ნახავთ თუ არ ექნება შედეგი. გამდიდრნენ აზიური ტოტალიზატორები.
ქომაგი
16 ნოემბერი 2016 10:29
0
ბეთლემი შარშან სად იყო და რათო დააქვეითეს?გარიგებული თამაშების გამო,ეხლა გახდნენ მამა აბრამის ბატკნები
gulshematkivari
16 ნოემბერი 2016 10:22
0
yvela monawile fexburteli unda daisajon
isqo
16 ნოემბერი 2016 09:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული