უმაღლესი ლიგა. XIV ტური: პირველ ლიგაში კიდევ ერთი გუნდი დაქვეითდა

AutoSharing Option
დღეს, 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლო, XIV ტურის შეხვედრები გაიმართა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ბრძოლას გარდამავალი ჩემპიონატის პლეი ოფსა და პლეი აუტში გააგრძელებენ. ასევე გამოვლინდა ის ორი გუნდი, რომლებიც პირდაპირ დაქვეითდნენ - "ზუგდიდთან" ერთად ელიტას "ცხინვალიც" დაემშვიდობა.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ საქართველოს ახალი ჩემპიონის ვინაობა "ჩიხურასა" და "სამტრედიას" ორმატჩიან ბრძოლაში (3 და 11 დეკემბერს) გამოვლინდება.

ევროპალიგის პლეი ოფში კი, რომლის მატჩები 30 ნოემბერსა და 4 დეკემბერს გაიმართება, "საბურთალო"-"დინამო" (თბ) და "ტორპედო"-"დინამო" (ბთ) ითამაშებენ. ამ
წყვილებში გამარჯვებულები ევროპალიგის საგზურის მფლობელს 10 დეკემბერს, ნეიტრალურ მოედანზე გამართული ერთი მატჩით გამოავლენენ.

პლეი აუტში, რომლის მატჩები 1-ელ და 6 დეკემბერს გაიმართება, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ერთმანეთს "სიონი"-"შუქურა" და "გურია"-"დილა" დაუპირისპირდებიან. დამარცხებულები პირველ ლიგაში დაქვეითდებიან.

უმაღლესი ლიგა. XIV ტური
თეთრი ჯგუფი
26.11. თბილისი. დინამო არენა
ჩიხურა-ცხინვალი 4:1
გოლები: 1:0 გიორგი გაბედავა (25), 2:0, 3:0 დიმიტრი ტატანაშვილი (62, 67), 3:1 თამაზ მაქაცარია (68), 4:1 თორნიკე გორგიაშვილი (90).

26.11. თბილისი. მიხეილ მესხი
ლოკომოტივი-შუქურა 1:1
გოლები: 0:1 კობა შალამბერიძე (25), 1:1 რატი არდაზაშვილი (78).

26.11. ქუთაისი. რამაზ შენგელია
ტორპედო-დინამო (თბ) 0:1
გოლი: 0:1 გიორგი ზარია (27).

წითელი ჯგუფი
26.11. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა
ზუგდიდი-სამტრედია 0:5
გოლები: 0:1 ბუდუ ზივზივაძე (3), 0:2 ბაჩანა არაბული (25), 0:3 ჯემალ გოგიაშვილი (49), 0:4 ბაჩანა არაბული (56), 0:5 ბუდუ ზივზივაძე (63).

26.11. ქობულეთი. ჩელე არენა
დინამო (ბთ)-საბურთალო 0:1
გოლი: 0:1 სანტიგო ხარა (67).

26.11. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 დავით კაპანაძე (17).
გაძევება: ალექსანდრე კვახაძე (47, დილა), რასიმ რამალდანოვი (47, კოლხეთი).
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბატონებო, ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ ვინც ჩემ სუბიექტურ აზრს გამოეხმაურა დადებითად უარყოფითად. გაიხარეთ.
gizog
17:36 27-11-2016
0
მე ვარ საჩხერის "ჩიხურას" დირექტორი. ძალიან კარგია, რომ ყველას გვაქვს გამოვთქვათ აზრი საჯაროდ. ყველას მოსაზრება ღირებული და საპატივსაცემლოა! რაც არ უნდა მიკერძოებულად გვიყვარდეს (რაც ბუნებრივია) რომელიმე გუნდი, ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთიანებს- ქართული ფეხბურთის წარმატება. ამ გზაზე კი სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელია.
ბერიკა შუკაკიძე
12:55 27-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული