ინციდენტი სიონი-შუქურას მატჩში: ფანებმა შალამბერიძეს შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონისა" და ქობულეთის "შუქურას" შორის უმაღლესი ლიგის პლე აუტის პირველ მატჩში უსიამოვნო ფაქტი მოხდა.

86-ე წუთზე "სიონის" გულშემატკივრებმა "შუქურას" ფორვარდს, კობა შალამბერიძეს გინება დაუწყეს, რაც ვერ მოითმინა, ემოციებს აჰყვა და გულშემატკივრებისკენ გაიწია. ამის გამო არბიტრმა შალამბერიძე მოედნიდან გააძევა. თამაში ორიოდე წუთით შეწყდა და ამ დროს ერთ-ერთმა დამხმარე მსაჯმა არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ზურაბ მალანიას არასპორტულ საქციელზეც მიუთითა და მასაც წითელი აუფრიალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ მატჩი "სიონის" გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა.

- სიონი-შუქურა 4:3 - შვიდგოლიანი თრილერი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
აი ეს მინდორი რითი ჯობია ზედა ეწერის მინდორს???? ზუგიდიდს ნეიტრალურზე რომ ჩაატარებინეს. ბურდულს გაუჩალიჩეს არა ძმაკაცებმა - კობიაშვილმა და მუჯირმა?! მაგიტომაც არ ეშველება ქართულ ფეხბურთს არაფერი!
გიო
12:45 02-12-2016
0
გიო გეეთანხმები სამწუხაროდ უსამართლობა ხდება ქართულ ფეხბურთში, სიონს დატოვერბენ ძმაკაცობის გამო(
dato
13:56 02-12-2016
0

სიახლეები პოპულარული