სქური-კოლხეთის მატჩის დროს მსაჯს სცემეს

AutoSharing Option
2 დეკემბერს პირველი ლიგის პლეი აუტის საპასუხო მატჩები გაიმართა.

წალენჯიხაში სქურისა და ხობის კოლხეთის დაპირისპირება 79-ე წუთზე შეწყდა. სტუმართა ფეხბურთელმა ირაკლი ქობალიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მთავარ მსაჯს, რის გამოც მატჩი ჩაიშალა.

საკითხი განსახილველად სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველ კომიტეტს გადაეცა, რომელიც ხვალ, 3 დეკემბერს საგანგებო სხდომას გამართავს.

2 დეკემბრის პლეი-აუტის საპასუხო მატჩების შედეგები:

ბორჯომი-ლიახვი 7:0 (1:1)
მერანი-სულორი 6:0 (1:0)
მეშახტე-ჭიათურა 2:0 (4:1)

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
გუნდს სქურს ნუ ახსენებ ცუდად ხობელების ბრალი იკოტკო.ტურე დასასჯელი როა პაკტია
kkkkk
22:42 03-12-2016
0
kkkkk-ს, რაც არ უნდა იყოს მსაჯზე ხელის აწევა არ შეიძლება, მაქსიმუმ შეაგინო!
შეხედე პრიმერას, ლა ლიგას, სერია ა-ს და სხვა ჩემპიონატებს, სცემენ სადმე მსაჯებს?
სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მისცე მაგათ!
ქომაგი
13:10 03-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული