წალენჯიხაში სქურისა და ხობის კოლხეთის დაპირისპირება 79-ე წუთზე შეწყდა. სტუმართა ფეხბურთელმა ირაკლი ქობალიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მთავარ მსაჯს, რის გამოც მატჩი ჩაიშალა.
საკითხი განსახილველად სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველ კომიტეტს გადაეცა, რომელიც ხვალ, 3 დეკემბერს საგანგებო სხდომას გამართავს.
2 დეკემბრის პლეი-აუტის საპასუხო მატჩების შედეგები:
ბორჯომი-ლიახვი 7:0 (1:1)
მერანი-სულორი 6:0 (1:0)
მეშახტე-ჭიათურა 2:0 (4:1)
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით