სამთვენახევარია ფეხბურთელებს ხელფასი არ მიგვიღია... სფფ-მ "ზუგდიდს" ვადა მისცა

AutoSharing Option
Sportall.ge-ზე რამდენიმე დღის გამოქვეყნებულმა მასალამ, სადაც ვწერდით, თუ რამდენი მილიონი დაახარჯა უკვე სახელმწიფომ ქართულ კლუბებს, როგორც ჩანს, საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ფეხბურთელებს მოთმინების ფიალა აუვსო.

- რამდენი მილიონი დაახარჯა უკვე სახელმწიფომ ქართულ კლუბებს - ფონდის დოკუმენტაცია

ჯერ იყო და გუნდის კაპიტანმა ნიკოლოზ აფაქიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც იკითხა, თუ რატომ ხდება ისე, რომ "ზუგდიდი" სხვა გუნდებთან ერთად თანაბარ პირობებშია, მაგრამ ფეხბურთელები უკვე რამდენიმე თვეა ხელფასს ვერ იღებენ.

შევიტყვეთ, რომ 3 დეკემბერს, 12 საათზე, "ზუგდიდის" ფეხბურთელები არსებულ ფინანსურ დავალიანებებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას
გამართავენ.

- "ზუგდიდის" კაპიტანი: იმედია, მონურ დამოკიდებულებას ბოლო მოეღება

მანამდე კი "ზუგდიდის" ფეხბურთელს, გიგი იოსელიანს ვთხოვეთ არსებული სიტუაციას ახსნა.

"ჩვენი სურვილია, კლუბი გადარჩეს. საქმე იმაშია, რომ სფფ-მ "ზუგდიდს" 4 დეკემბრამდე ვადა მისცა: ან მოაწერენ ჩვენთან ხელშეკრულებებს და ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებენ, ან გუნდი ლიცენზირებას ვერ მიიღებს და მეორე ლიგაში დაქვეითდება.

სამთვენახევარია ფეხბურთელებს ხელფასი არ მიგვიღია...

ჩვენს ინტერესებს ჯაბა მუჯირი იცავს. სფფ-ც ჩვენს მხარესაა. კლუბი ფეხბურთელებისთვის ხელფასების გაცემის ვადის გაზრდას ითხოვს და ამავე დროს, იმაზე ნაკლების გაცემა სურს, ვიდრე გვეკუთვნის, ჩვენ კი ამას არ დავთანხმდებით. მათი სურვილია, გარკვეული თანხის ნაწილი დეკემბერში მოგვცენ, ოქტომბრის ხელფასი - თებერვალში, ნოემბრის - მარტში და ასე...  ფეხბურთელებს ეს არ გვაწყობს და ჩვენი პირობები შევთავაზეთ, რაზეც უარი მივიღეთ.

ჩვენ ვითხოვთ, რომ თვენახევრის ხელფასი კლუბმა დეკემბრის ბოლომდე გადაგვიხადოს, ნოემბრის - თებერვლის ბოლომდე, დეკემბრის ხელფასი კი - მარტის ბოლომდე, ან უარეს შემთხვევაში სხვა თვეებზე გადანაწილდეს.

ეგ კი არა, დაგვემუქრნენ, გუნდს გავაუქმებთ და ვერავინ ვეღარაფერს მიიღებთო..

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გუნდისთვის კარგი გვსურს, მაგრამ თვეების განმავლობაში ხელფასს რომ ვერ იღებ, გამოდის, რომ საქმე, რომელსაც აკეთებ, მშიერს გტოვებს შენც და შენს ოჯახსაც", - გვითხრა იოსელიანმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
zugdidshi vinc investori egretcodebuli chamoikvana iman agos pasuxi.sad arian investorad codebuli adamianebi.gaugebaria.vis txoven fexburtelebi tanxebs.ar arseboben is vigac vitom investorebi.zugdidshi fexburti chakvda
goga
01:14 03-12-2016
0
ინალისჰვილი და გოგოხია უნდა გასამარტლდნენ და ოფლიტ ნასჰოვნი ფული მისცენ ბიჰებს ახლა უკვე ყოლბაიას სიზეს დაერხა ზუგდიდელებო გამოდიტ ხვალ ვისაც გული სჰეგსტკივან და ბიჰებს მხარი აუბატ და ეს ავტვისებიანი სიმსივნე ამოვჰრა ერტ და სამუდამოდ,
bajo
01:53 03-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული