უმაღლესი ლიგა. ფინალი. I მატჩი: "სამტრედიამ" ზივზივაძის დუბლით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 დეკემბერს, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საჩემპიონო პლეი ოფის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა "სამტრედიამ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

უამინდობის მიუხედავად, საკმაოდ საინტერესო შეხვედრაში დუბლი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა, რომელმაც სტუმართა კარში გოლები მე-18 და მე-40 წუთებზე გაიტანა. სამტრედიელთა ბომბარდირის ანგარიშზე ჯამში 13 გოლია.

"სამტრედიასა" და "ჩიხურას" საპასუხო დაპირისპირება, რომელშიც საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა, 11 დეკემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ჩიხურა ჩემპიონია ,ყველა საქმეს გადავდებ და 11 ში წავალ ლოკომოტივზე..და ერთად ვიზეიმებთ ჩიხურას გამარჯვებას ..მე ანგარიში დიდ მგონია რომ მოიგებს იმიტომ რომ ბოლოს ლოკომტივს მოუგეს ამ სტადიონზე 4-1 ,უმაღლესი სტანდარტის სტადიონია და არ სამტრედიაში რო იყო ისეთი კაუჩუკიანი,ყოველი მეორე წუთი კუნთდაჭიმულები ეყარნენ ძირს ..
shio
22:45 04-12-2016
0
მეგობარ საჩხერელს რომელიც ჩემმა კომენტარმა გააღიზიანა და პასუხის გაცემა გადაწყვიტა: ჯერ ერთი მე არ მითქვამს რომ ტრიბუნები სავსე იყო, მე ვთქვვი, რომ ისეთ ცუდ კიარა საშინელ ამინდში რაც თამაშის დღეს იყო სამტრეედიაში ბევრი ხალხი იყო, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ვიცი ვინც ცუდი ამინდის გამო ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე ვერ მოვიდა, ამდენი ხალხი კიარა ამის ნახევარი არ დადის სხვა გუნდების მათ შორის ჩიხურას თამაშებზე, მეორე საკითხი მეორე ტაიმში ცალკარა იყოო ესეც სასაცილოა, სამტრედიამ პირველ ტაიმში მისი საქმე გააკეთა და მეორეში ტაქტიკა შეცვლა 2-0 -ის მერე კარის მშრალად შენახვა იყო მთავარი რაც მოახერხეს თან არც ცალკარა ყოფილა ნამდვილად, კარგი იქნება თუ თამაშის სტატისტიკას გამოაქვეყნებენ და ვნახავთ ვინ ვის აჯობა, მესამე ხელოვნური საფარიო რომ ამბობ ჩვენც გვინდა ბუნებრივი საფარი და კარგი სტადიონი თუმცა დღეს საქართველოში გუნდების უმრავლესობა ნოხზე თამაშობს და შენს კომენტარზე იცი რა გამახსენდა? ცუდ მოცეკვავეს ხო იცი ხელს რა უშლიდა? ეგრეა თქვენი საქმე, ჩვენც გვაქვს ხელოვნურსაფარიანი მოედანი და შემოუღობავიაო,ვერ შემოღობა მერე ვისაც ევალებოდა? ითამააშებდით თქვენც საჩხერეში და ბოლოს გულშემატკივრების სიმრავლის გაზომვმა გადაგიწყვეტია და 11-ში ვნახოთ ვისი გულშემატკივარი იქნება უფრო მეტი ლოკომოტივზე.
samtrezia
21:38 04-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული