უმაღლესი ლიგა. ფინალი. I მატჩი: "სამტრედიამ" ზივზივაძის დუბლით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 დეკემბერს, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საჩემპიონო პლეი ოფის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა "სამტრედიამ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

უამინდობის მიუხედავად, საკმაოდ საინტერესო შეხვედრაში დუბლი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა, რომელმაც სტუმართა კარში გოლები მე-18 და მე-40 წუთებზე გაიტანა. სამტრედიელთა ბომბარდირის ანგარიშზე ჯამში 13 გოლია.

"სამტრედიასა" და "ჩიხურას" საპასუხო დაპირისპირება, რომელშიც საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა, 11 დეკემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ჩემპიოოონეეე, ჩემპიოოონეე, ოლე ოლე ო ლე.
სმტ
16:09 03-12-2016
0
უბრალოდ სირცხვილია ოცდამეერთე საუკუნეში ფინალური შეხვედრა რატომ უნდა ითამაშო ხელოვნურ სტადიონზე ისედაც არ შეიძლება თამაში და ეხლა ასეთი მატჩი,მერე რა რომ ჩიხურას ფანი ვარ მაგრამ იქ პენალი არ დანიშნა მსაჯმა როცა კორიფაძემ ფეხი გაარტყა სახეში მეტი საპენალო რა სიტუაცია მაინდამინც უნდა მოკლას კაცი??ეს ერთი მეორე ეს მსაჯაჯობის პრობლემა ბევრი ყვითელი რო დაერიგებინა პირველ ტაიმში უხეში ტამაში არ იქნებოდა და მესამე ეს კომენტატორები აეიან ნუ მოკლედ ჩიხურა უტევს სამტრედიას უტევსო, ჩიხურის სათადარიგო სკამს აცხადებდა და ესაა სამტრედიის სათადარიგო სკამიო კაროჩე ვაი ფეხბურთელები ვაი კომენტატორები ვაი მსაჯები და მართლა ვაიჩევნს პატრონს რა გვეშველება ..
შიო
16:12 03-12-2016
0

სიახლეები პოპულარული