უმაღლესი ლიგა. პლეი აუტი. საპასუხო მატჩები: ვინ დაემშვიდობება ელიტას

AutoSharing Option
დღეს, 6 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი აუტის საპასუხო მატჩები გაიმართება და გაირკვევა იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც მომავალ სეზონში ქვედა ლიგაში იასპარეზებენ.

გორში "დილა" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლებს, ხოლო ქობულეთში "შუქურა" ბოლნისის "სიონს" მიიღებს. ორივე მატჩი 13:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ "დილამ" ლანჩხუთში გამართულ პირველ მატჩში მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და ახლა საკუთარ მოედანზე შეეცდება ამ უპირატესობის შენარჩუნებას.
- გურია-დილა 0:2 - ორი საჩუქრის ამბავი [VIDEO]

"სიონმა" კი ბოლნისში "შუქურას" დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 4:3 მოუგო და შესაბამისად, ამ
წყვილში ყველაფერი დღევანდელ დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს.
- სიონი-შუქურა 4:3 - შვიდგოლიანი თრილერი [VIDEO]
- რევაზ ჩელებაძე: იმ მომენტში მზად ვიყავი, მომეკლა!..
- ინციდენტი სიონი-შუქურას მატჩში: ფანებმა შალამბერიძეს შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]

უმაღლესი ლიგა. პლეი აუტი. საპასუხო მატჩები
06.12. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 13:00. LIVE gff.ge-ზე
დილა-გურია
პირველი მატჩი 2:0
დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე კვახაძე, თენგიზ წიქარიძე (ორივე - დილა) - გიგა ჭეიშვილი (გურია)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

06.12. ქობულეთი. "ჩელე არენა". 13:00. LIVE აჭარის ტელევიზიაზე
შუქურა-სიონი
პირველი მატჩი 3:4
დისკვალიფიკაცია: კობა შალამბერიძე, ზურაბ მალანია (ორივე - შუქურა)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ელიტა კი არა უბნის ჩემპიონატზე დაბალი დონეა უმაღლეს ლიგაში
chinko
13:29 06-12-2016
0
imedia safexburto fortuna kobuletisken ikneba da gavardeba sioni, tavianti federaziiastan shekruli burdulati da tavisi kuzmati, samrzxvinoebi.
data
12:23 06-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული