სერგეი ლიტოვჩენკოს საქართველოს მოქალაქეობა და ნაკრებში თამაში სურს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" უკრაინელ მეკარე სერგეი ლიტოვჩენკოს საქართველოს მოქალაქეობის მიღება და ნაკრებში თამაში სურს. აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-მ "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტ ლევან გულორდავასგან შეიტყო.

გულორდავას თქმით, ლიტოვჩენკო ამ საკითხით ნამდვილადაა დაინტერესებული, თუმცა საქართველოს პრეზიდენტისთვის ჯერ განცხადებით არ მიუმართავს. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სურს მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა (ე.წ. ორმაგი მოქალაქეობა), განცხადებით სწორედ საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ ლიტოვჩენკო "ზუგდიდში" 2016 წლის აგვისტოში გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა მეკარეა ასეთი ლიტოვჩენკო რო ნაკრებში ითამაშოს.
გოგა
10 დეკემბერი 2016 17:30
0
ზუგდიდში შარშან ხო მაგარი იყო.ახლა დინამოში კი არა ნაკრებში ათამაშეთ.ვაი ჩვენს პატრონს
nikala
10 დეკემბერი 2016 14:51
0
გულორდავა კიდევ ვიცეპრეზიდენტია?ალბათ ბოლომდე დაანგრევს გუნდს და მერე წავა ხო?სინდისი არ აწუხებს?ვაი ჩვენ პატრონს.ამათ რო თავზე ვისვამთ.ყველაფერი ახია ჩვენზე.არავინ არაფერს ამბობს.თითქოს ასე იყო საჭირო.
გუჯა
10 დეკემბერი 2016 11:44
0
საიდან ასეთი ამბიცია
nukri
09 დეკემბერი 2016 22:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული