ახალი ჩემპიონატის მონაწილე გუნდები, დაფინანსება და საპრიზო პრემიები

AutoSharing Option
2017 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ჩემპიონატი მაყურებლის წინაშე ფორმატ და სახელწოდებაშეცვლილი წარსდგება.

გაზაფხულიდან შეიქმნება ორი პროფესიონალური ლიგა PRO 1 ლიგა PRO 2 ლიგა. ორივე ლიგაში 10-10 გუნდი ითამაშებს, რომელიც გარდამალი ჩემპიონატის შედეგად შეირჩა.

ახალი ჩემპიონატი მარტიდან ნოემბრამდე ჩატარდება.

PRO 1 ლიგაში შემდეგი 10 გუნდი იასპარეზებს:
სამტრედია, საჩხერის ჩიხურა, ბათუმის დინამო, თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო, თბილისის ლოკომოტივი, თბილისის საბურთალო, ფოთის კოლხეთი, გორის დილა, ქობულეთის შუქურა.

საინტერესოა აღნიშნული გუნდების გეოგრაფია - 6 დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელია, 4 კი აღმოსავლეთის.

PRO 2 ლიგაში შემდეგი 10
გუნდი ითამაშებს
:
ბოლნისის სიონი, ზუგდიდი, ლანჩხუთის გურია, ცხინვალი, თბილისის ვიტ ჯორჯია, გაგრა, რუსთავი, წყალტუბოს სამგურალი, მარტვილის მერანი, ტყიბულის მეშახტე.

მომავალი წლიდან საქართველოს ჩემპიონატი (ყველა ლიგაში) ახალი ფორმატით ჩატარდება: გაზაფხულის დასაწყისიდან ზამთრის დაწყებამდე გათამაშების ყველა მატჩი (და, შესაბამისად, ყველა ქულა) ფინანსური სარგებლის მომტანი იქნება.

დაფინანსება და საპრიზო პრემიები:

PRO ლიგა 1
საბაზისო 1,00 მლნ
სტიმულირება 0,50 მლნ
პრემია 6,00 მლნ
საპრიზო ფონდი 6,00 მლნ

PRO ლიგა 2
საბაზისო 0,70 მლნ
სტიმულირება 0,30 მლნ
პრემია 3,00 მლნ

ეროვნული ლიგა 1
საბაზისო 0,25 მლნ
სტიმულირება 0,05 მლნ

ეროვნული ლიგა 2
საბაზისო 0,04 მლნ

შესაძლოა, 10-გუნდიანი ჩემპიონატის გამარჯვებულმა 3,5 მილიონი ლარი მიიღოს, გავარდნილმა - 2,3 მილიონი. ხოლო PRO ლიგა 2-ში გამარჯვებულმა და გავარდნილმა, შესაბამისად - 1,7 მილიონ ლარზე მეტი.

აქვე გეტყვით, რომ უკვე ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, ვინც 2017 წლის ზაფხულში ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

- ევროთასების საგზურების მფლობელი ყველა ქართული გუნდი ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 19 /
ეს 10 გუნდი რამდენ თამაშს ჩაატარებს სეზონში?
ზაურ
12 დეკემბერი 2016 22:35
0
hemi neba rom ikos sahxeres saertod ar vatamahebdi umagles ligahi.
rogor heidzleba ivanihvili kavdes da normaluri bunebrivsafariani stadioni ar hqondes.sxva investors ucdian???
hemihi
12 დეკემბერი 2016 17:49
0
2001 იანები თბილისში მიგდებულები Aრიან.დაიშალა ლოკომოტივი.დაიშLა ნორჩი დინამო.იშლება ცხინვალი.საბურთალო და დინამოს გარდა ყველგან გადასახAდია .იკAრგებიან ნიჭიერი ბავშვები.ანებებენ ფეხბურთს თავს.არა და ეს ჩვენი მომავალია ცოტA ხანში სანთლით საძებნელი გახდება ქართველი კარგი ფეხბურთელი.საშინელი კორუფციაა ყველგ@ნ და ნეპოტიზმს ხო მიაქ აქაურობA.როგორი იმედი მქონდა ამათი დA ამათმაც ჩაისვარეს.ფუუუ ამის
zviad
12 დეკემბერი 2016 14:58
0
Mაინტერესებს ჭაბუკებს დA კიდე უფრო პატარებს რას უშვრებით.დ#ნგრეულია სისტემა და ვისაცროგორ უნდა უპრაგონოდ ისე იქცევა.მე პირAდად 15 წლის ბიჭი მყავს და გქგვიმწAრდა სიცოცხლე ამ ფეხბურთის გ@მო.მწვრთნელები მიშვებულები არიან თAვის ნებაზე.უნდ@თ დAშლიან გუნდს დA ჰაერში ტოვებენ ბავშვებს უნდAთ გ@დასახა
zviad
12 დეკემბერი 2016 14:02
0
ფეხბურთში იმდენი დეტალია გასათვალისწინებელი რომ ბევრს არც დაესიზმრება და ამიტომ არ შეიძლება გამოხვიდე აქ და რაც მოგადგება ენაზე ყველაფერი დაწერო. რა უბედურებაა ეს ამდენი შეურაცყოფა სირცხვილია!!!
dragofil
12 დეკემბერი 2016 12:04
0
ყველა პროექტს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები თქვენ მარტო უარყოფითზე ამახვილებთ ყურადღებას,რა პრობლემებიც იქნება ის თანდათან უნდა აღმოიფხვრას და დაიხვეწოს,ახალი სისტემაა და ბუნებრივია ყველას თავის აზრი და შეხედულება აქვს და პრობლემებიც იქნება.მაგრამ ერთი უნდა გვახსოვდეს რომ ვინც ამ სისტემას ადგენს ყველა ჩვენთაგანზე მეტი აქვს ნაფიქრი და ყველაზე მეტად მათ უნდათ რომ კარგი სისტემა შექმნან.
dragofil
12 დეკემბერი 2016 12:00
0
ამ ფულის უდიდესი ნაწილი წავა "ჯიბეებში" და "ატკატებში". გამოჩნდა რომ ეს მთავრობა არის ყველაზე კორუმპირებული შევარდნაძის შემდგომ, ნაციონალებს თუ ელიტური კორუპცია ჰქონდათ, ამათ ყველა დონოზე აქვთ ფაქტიურად. თუ ფეხბურთის განვითარება გინდათ ბავშვთა ფეხბურთი განავითარეთ, წყალში გადაყრილი ფულია ეს ყველაფერი და შედეგი იქნება 0
ვახო
12 დეკემბერი 2016 11:54
0
DDD zestafoni hen kide ver gamodi sizmrebidan.
kide gjera kobis da qocebis danapirebis.mahin saqmes hirdeboda ase.
leqso
12 დეკემბერი 2016 10:05
0
დაგერქვათ "დიდი 10" რაგბს როგორც აქვს პრო1-ს მილიონჯერ ჯობია.

საერთოდ გავაუქმოთ ფეხბურთი მარტო უმაღლეს ლიგაზე შეიძლება 27 მილიონი დავხარჯოთ? სანაცვლოდ რას ვიღებთ?

27 მილიონად თუნდაც დევნილებს წეროვანში რომ ცხოვრობენ, 2,700 ოჯახს სხვადასხვა რეგიონებში კარგ სახლებს უყიდი.

ან სტუდენტებს სწავლა დავუფინანსოთ საზღვარგარეთ.

ან 6 ერის მმართველებს მივცეთ ქრთამად, რომ მიგვიღონ ექვს ერში :)
gia
12 დეკემბერი 2016 02:20
0
შეცვალეთ ეს „პრო„1„ და პრო„ 2 ე,სულ მთლად ქართული არ დაგავიწყდეთ და თუ არქმევთ სახელს დაარქვით ან„პრემიერ ლიგა და პირველ ლიგა.მეორე ლიგა.ანდა სუპერ ლიგა და და მიყოლებით პირველი და მეორე ლიგა.დაიწყეთ აუცილებლათ საფეხბურთო სტადიონების შენება,.აღადგინეთ ტორპედოს საფეხბურთო „37„ათასიანი სტადიონი უმაღლეს დონეზე.„ააშენეთ„ბათუმში თანამედროვე „35„ათასიანი საფეხბურთო სტადიონი,ააშენეთ სამტრედიაში „10„ათასიანი საფეხბურთოსტადიონი,ააშენეთ საჩხერეში „8-ათასიანი საფეხბურთო სტადიონი და ასე შემდეგ . დაიწყეთ ინფრასტრუქტურები ფეხბურთიდან და ხალხიც დასაქმდება და მალე შემოსავალიც შემოვა საქართველოში,რადგან კარგი სასტუმროთი და სტადიონების გამო საზღვარგარეთის გუნდები აქ ჩამოვლენ,რაც შემოსავლის საწინდარია.
მამლუქი
12 დეკემბერი 2016 00:38
0

სიახლეები პოპულარული