ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატში

AutoSharing Option
სატრანსფერო ბაზარზე ვითარება მუდმივად იცვლება. ის სატურნირო ცხრილში ცვლილებებს ასახავს, შესაბამისად, ამა თუ იმ გუნდის წინსვლასა თუ დაქვეითებაზეც რეაგირებს. მაგრამ გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ საკმაოდ უცნაური სურათი მივიღეთ: აუტსაიდერებში მეტ-ნაკლებად ლოგიკური სიტუაციაა, თუკი ფოთის "კოლხეთის" ბოლო ოთხეულში ყოფნას არ ჩავთვლით.

აი, ლიდერებში კი დიდი არეულობაა: პირველ-მეორე ადგილზე არიან არა ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, არამედ, ევროპალიგის მიღმა დარჩენილი თბილისის "დინამო" და "საბურთალო".

წარუმატებლობის მიუხედავად, "დინამოში" მაინც ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეები არიან, "საბურთალოს" წინსვლა კი ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეების ფასის გაზრდაზე მეტყველებს.

კლუბი ფეხ მჯფ მსფ
დინამო
თბ 22 5,73 260
საბურთალო 23 4,40 191
ჩიხურა 21 4,23 201
სამტრედია 22 4,20 191
დინამო ბთ 26 4,15 160
ტორპედო 26 4,13 159
ლოკომოტივი 27 3,83 142
დილა 28 3,25 116
შუქურა 26 3,20 123
შიონი 24 2,95 123
კოლხეთი 22 2,58 117
ცხინვალი 21 2,30 110
გურია 21 2,30 110
ზუგდიდი 23 2,00 87
სულ: 332 49,23 148

* ფასები მოცემულია ევროში
* ფეხ - მოთამაშეთა რაოდენობა
* მჯფ - მოთამაშეთა ჯამური ფასი
* მსფ - მოთამაშეთა საშუალო ფასი

ანუ, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე 332 ფეხბურთელის ჯამური ფასი 49,23 მილიონი ევროა, ხოლო ერთი მოთამაშის საშუალო ღირებულება 148 ათას ევროდ ფასდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი ჯამური ფასი ქართულ კლუბებს მხოლოდ 2011 წელს ჰქონდათ.

დასრულებული ჩემპიონატის შედეგები ცხრილში უმალ აისახა და ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელების სიაში, დინამოელ რენე ფერეირასთან ერთად, გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე დაწინაურდა.

"სამტრედიის" თავდამსხმელმა საქართველოს ჩემპიონატებში ბოლო წლების საუკეთესო შედეგი აჩვენა - 14 შეხვედრაში 13 გოლი, ანუ საშუალოდ თამაშში 0,93 გოლი გაჰქონდა. არადა, იყო დრო, ეს მაჩვენებელი 0,6-ს არ აღემატებოდა.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

ფეხბურთელი კლუბი ფასი
ბ. ზივზივაძე სამტ 550 000
რ. ფერეირა დინ თბ 550 000
ნ. რევიშვილი დინ თბ 500 000
გ. ხარაიშვილი საბ 500 000
ჯ. ჯიღაური დინ ბ 475 000
მ. ცინცაძე დინ თბ 450 000
ო. კიტეიშვილი დინ თბ 450 000
ს. ლობჟანიძე ჩიხ 450 000
რ. კვასხვაძე ტორ 400 000
გ. ქიმაძე ტორ 400 000
გ. ფალავანდიშვილი ტორ 375 000
გ. პაპუნაშვილი დინ თბ 375 000
ლ. შერგელაშვილი სამტ 375 000
ლ. პარუნაშვილი დინ თბ 350 000
უ. ლობჟანიძე დინ თბ 350 000
ბ. არაბული სამტ 350 000
თ. შონია დინ ბთ 350 000

სხვათა შორის, აქამდე სულ იყვნენ მილიონ ევროსთან მიახლოებული მოთამაშეები, ახლა კი 600-ათასიანიც აღარ შემოგვრჩა. რაც შეეხებათ ლეგიონერებს, მათში საუკეთესოები არიან:

ფეხბურთელი კლუბი ფასი
რ. ფერეირა დინ თბ 550 000
დ. ჰამზიჩი ჩიხურა 400 000
ე. ტერა საბ 275 000
რ. რამალდანოვი კოლხ 250 000
ს. ლიტოვჩენკო ზუგ 250 000
ვაგნერ ნოგეირა საბ 250 000
ა. ტიმოფეევი დინ ბთ 250 000
ს. ხარა საბ 250 000
ე. მურაშოვი გურია 250 000
ვ. კორობკა კოლხ 225 000.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თედო გრიგალაშვილი გამოგრჩათ, მგონი არ უნდა ჩამოუვარდებოდეს არცერთ მათგანს ნებისმიერი კუთხით !!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული