უჩა სოსიაშვილი: მომდევნო სეზონში "დილა" ამბიციური გუნდი უნდა იყოს!

AutoSharing Option
გორის "დილამ" უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, მომავალ სეზონში კი გაცილებით მაღალ მიზნებს დაისახავს.

ებრაელი ინვესტორები აპირებენ, გორული კლუბი ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად აქციონ. გასული სეზონის შედეგი კი გასაკვირი არ არის, რადგან გუნდი ქრონიკულ ფინანსურ კრიზისში იყო მანამ, სანამ ახალი მფლობელი არ გამოჩნდა.

"ჩამოვლენ უახლოეს დღეებში კლუბის ხელმძღვანელები და ამის შემდეგ უფრო კონკრეტულად ვილაპარაკებთ მომავალ გეგმებზე. ნათქვამია უკვე, რომ მომდევნო სეზონში "დილა" ძლიერი, ამბიციური გუნდი უნდა იყოს.

მეც, ისევე, როგორც თქვენ, ვიცი, რომ რამდენიმე ფეხბურთელის მიმართ არსებობს სხვადასხვა გუნდის ინტერესი, მაგრამ წამსვლელებზე
ოფიციალური სიახლე ჯერ არ გვაქვს. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ალბათობით, მეკარე გიორგი ბეგაშვილი თბილისის "დინამოს" დაუბრუნდება.

ყველა ფეხბურთელს უსრულდება კლუბთან კონტრაქტი. ასე რომ, ახალ ხელშეკრულებებზე მოგვიწევს მუშაობა.

რაც შეეხება შეკრებას, შეიძლება ავსტრიაში ან ესპანეთში გავიაროთ, მაგრამ ამაზე ჯერ მხოლოდ წინასწარი საუბარი იყო", - გვითხრა უჩა სოსიაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გააქცევენ ალბათ ამ ინვესტორებსაც. არ მესმის ამ სტადიონებს რატომ არ ყიდიან?! სტადიონი სტრატეგიული ობიექტია?! ინვესტორი რომ მოდის, მარტო ფეხბურთელებში იხდის ფულს. რეალური ქონება არ უნდა იყიდოს? რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მერე ნაყიდ სტადიონზე კორპუსები ააშენოს. ამაზე კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით უნდა არსებობდეს გარანტიები!
კირკიტა
22:09 15-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული