"ცხინვალში" არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობდა და შემთხვევითი არ არის, რომ ქართული გუნდების მხრიდან მათ მიმართ კონკრეტული ინტერესი არსებობს. უკვე დავწერეთ, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილია თბილისის "დინამოში" ბაქარ ქარდავას გადასვლა.
ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოს" კიდევ ერთი ცხინვალელის, ბიძინა მახარობლიძის გადაბირება სურს. ამ უნივერსალ ფეხბურთელს საქართველოს ჩემპიონატის დამფასებელი ძალიან კარგად იცნობს.
ასევე შევიტყვეთ, რომ დიდი ალბათობით, თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელებს კარიერას 28 წლის მცველი გულვერდ თომაშვილიც. ის დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა თბილისის "დინამოში", სხვადასხვა დროს კი გორის "დილასა" და "სამტრედიის" ღირსებას იცავდა, ხოლო ერთ დროს საქართველოს ნაკრებშიც იწვევდნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"