გულვერდ თომაშვილი "ლოკომოტივში", ბიძინა მახარობლიძე "ტორპედოსკენ"?

AutoSharing Option
"ცხინვალმა" უმაღლესი ლიგა დატოვა. ჩვენი წერილის დასაწყისშივე უნდა ვთქვათ, დიდი იმედი გვაქვს, ეს გუნდი კვლავ დაიბრუნებს კუთვნილ პოზიციებს. მოკლე ხანში "ცხინვალის" მომავლის თაობაზე უფრო მეტი გვეცოდინება, მანამდე კი ამჟამინდელ ვითარებაზე გეტყვით.

"ცხინვალში" არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობდა და შემთხვევითი არ არის, რომ ქართული გუნდების მხრიდან მათ მიმართ კონკრეტული ინტერესი არსებობს. უკვე დავწერეთ, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილია თბილისის "დინამოში" ბაქარ ქარდავას გადასვლა.

ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოს" კიდევ ერთი ცხინვალელის, ბიძინა მახარობლიძის გადაბირება სურს. ამ უნივერსალ ფეხბურთელს საქართველოს ჩემპიონატის დამფასებელი ძალიან კარგად იცნობს.

24 წლის მახარობლიძე "ცხინვალში" 2014 წლიდან თამაშობს. მანამდე ის თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ირჯებოდა. ბოლო წლებში მახარობლიძე "ცხინვალისთვის" შეუცვლელი ფეხბურთელი იყო...

ასევე შევიტყვეთ, რომ დიდი ალბათობით, თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელებს კარიერას 28 წლის მცველი გულვერდ თომაშვილიც. ის დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა თბილისის "დინამოში", სხვადასხვა დროს კი გორის "დილასა" და "სამტრედიის" ღირსებას იცავდა, ხოლო ერთ დროს საქართველოს ნაკრებშიც იწვევდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული