წაგება მხოლოდ ჩემი ბრალი იყო? გიორგი რეხვიაშვილმა "ჩიხურა" დატოვა

AutoSharing Option
გარდამავალი ჩემპიონატი "ჩიხურამ" ვიცე-ჩემპიონის სტატუსით დაასრულა. საჩხერელთა ერთ-ერთი ლიდერი, ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი შეეგუა იმ აზრს, რომ გუნდს დატოვებს. თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ამაზე მან "ლელოსთან" მოკლე ინტერვიუში ილაპარაკა...

- "ჩიხურა" მთელი სეზონი კარგ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ სწორედ მაშინ წააგეთ, თქვენგან ყველაზე მეტს რომ ელოდნენ...
- ცუდი ისაა, რომ მთელი სეზონის განმავლობაში კარგ ფეხბურთსაც ვაჩვენებდით, მაგრამ ეს მაინცდამაინც "სამტრედიასთან" ვერ მოვახერხეთ. ფაქტია, რომ ორივე შეხვედრაში აშკარად გვაჯობეს. არადა, სამტრედიაში ერთი გოლი მაინც რომ გაგვეტანა, თბილისში საპასუხო თამაშს სულ
სხვაგვარი განწყობით ჩავატარებდით. მაგრამ სწრაფი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, მერე "სამტრედიამ" კიდევ გაგვიტანა და უცებ დავიშალეთ. ფინალის წაგებაში კი, ეტყობა, მთავარი დამნაშავე მე ვიყავი.

- ეს ვინ დაასკვნა?
- მოვლენები ისე განვითარდა, რომ ასეთ დასკვნას თავად ვაკეთებ. აშკარაა, ჩემი დატოვება აღარ სურთ...

- მართალია, რომ "ჩიხურასთან" კონტრაქტი დაგისრულდათ?
- დიახ, დასრულდა...

- ...და გაგრძელება აღარ შემოგთავაზეს?
- საქმე სხვაგვარად არის. "ჩიხურას" თბილისის "დინამოდან" ისეთ დროს დავუბრუნდი, როცა ტრავმირებული ვიყავი და ამიტომაც დავთანხმდი დაბალ ხელფასზე. სეზონის დასრულებისთანავე ხელშეკრულებაც დამისრულდა. მაგრამ პირობები უნდა გაეუმჯობესებინათ. ორიოდე დღის წინ კი, ისე დამიკავშირდნენ, შეხვედრაც არ ისურვეს და მითხრეს, პირობებს ვერ გავაუმჯობესებთო.

კლუბმა თავად იცის, რა აწყობს და რა არის მიუღებელი, მაგრამ ეს წინადადება ულტიმატუმს ჰგავდა - თუ გინდა, დარჩი, თუ არ გაწყობს, კარგად იყავიო. საწყენია და არა მგონია, ასეთ დამოკიდებულებას ვიმსახურებდე.

- რა დასამალია და, წაგებულ ფინალში საუკეთესოდ ნამდვილად არ გითამაშიათ...
- სამწუხაროდ, შეცდომები დავუშვი, მაგრამ წაგება მხოლოდ ჩემი ბრალი იყო? ეს სეზონში "ჩიხურას" ყველაზე ცუდი შეხვედრები იყო. მაგრამ მივხვდი, გუნდს აღარ ვჭირდებოდი.

- მას შემდეგ რომელიმე გუნდში გადასვლა შემოგთავაზეს?
- ერთი ვარიანტი პოლონეთში შემომთავაზეს, მაგრამ არ ვიცი, ეს რამდენად რეალურია. საქართველოში კი ყველა კლუბმა ჯერ არც იცის, რომ წამოვედი და მხოლოდ ერთი მათგანი დამიკავშირდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
აუცილებლად რუსთავში წამოდი ....
rustavi
24 დეკემბერი 2016 13:23
0
გიორგი კარგია, რომ აღიარე შეცდომა, და საერთოდ "გოდორი იჭვნება" უმადურობას ყოველთვის დახვდება წინ იგივე
diego
23 დეკემბერი 2016 22:28
0
გული არ გაიტეხო სხვა გყნდი მონახე ასე რატომ მოიქცენ მიკვირს



temo
22 დეკემბერი 2016 18:03
0
ფრუიძემ თვითონ წააგო ან დათმო ფინალი,მაგას რა უნდა ფეხბურთში.რეხვო ჯიგარი ხარ,წადი პოლონეთში თუ გამოგივა.წარმატებები.
shio
22 დეკემბერი 2016 16:51
0
სოსო ფრუიძე, არ გეკადრება შენ ამ ხნის კაცს, ასე ცუდად მოქცევა რეხვიაშვილთან.
სამტრედიის ქომაგი ვარ მაგრამ რა ექნა, ამ კაცს ფრთები უნდა გამოესხა?თუ არ სცნობთ იმას რომ სხვები შეიძლება თქვენზე ძლიერნი იყვნენ? მაშინ კაშია რატომ არ გააგდეთ? რომ არა მის გამო 1-ლი პენალტი სამტრედიასთან, იქნებ სულ სხვა სცენარით წასულიყო თამაში?
რეხვო, დარეკე სამტრედიაში ცეცაძესთან, მუშა ბიჭი ხარ, სამტრედიელებიც პატივს გცემენ, აი პოლონეთში წასვლა კი სისულელეა, იქაური აფერისტების ბანდა დაძრწის საქართველოში და ცხოვრებას მოგისპობენ.
Guadua
22 დეკემბერი 2016 16:26
0
შენსავით რომ ყველამ აღიაროს შეცდომები.ყველაფერი კარგათ იქნება
ჩიხურა
22 დეკემბერი 2016 15:35
0

სიახლეები პოპულარული