გორის "დილა": უჩა სოსიაშვილს გიორგი დარასელია შეცვლის?

AutoSharing Option
ჯერ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია კლუბს და არც ოფიციალურად გახმაურებულა, მაგრამ ძალიან სანდო წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავწეროთ, რომ 27 წლის უჩა სოსიაშვილი გორის "დილას" აღარ გაწვრთნის...

უჩა სოსიაშვილმა ორი წლისა და 8 თვის განმავლობაში იმუშავა გორის "დილაში". თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გორში მისი საქმიანობის პერიოდი კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო.

დიახ, ისტორიაში პირველად, სწორედ მისი ხელმძღვანელობით გახდა "დილა" საქართველოს ჩემპიონი და ითამაშა ევროთასებზე. სოსიაშვილი კი შეიქნა ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი, ვისი თავკაცობითაც შიდა ქართლის მთავარმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგო.

არადა, საქართველოს
იმ ჩემპიონატში "დილას" ფავორიტად არავინ მიიჩნევდა. რბილად რომ ვთქვათ, რამდენიმე სხვა გუნდი გორულ კლუბზე უფრო უკეთ იყო დაკომპლექტებული. ამის მიუხედავად, "დილამ" საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიგო.

ჩემპიონთა ლიგაში გორულ კლუბს საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდა სერბული "პარტიზანის" სახით. გასაგებია, რომ შემადგენლობა არც გორელებს დაეწუნებოდათ, მაგრამ მოხდა ისე, რომ სერბულმა გრანდმა ორივე შეხვედრა მოიგო. "პარტიზანი" წლების განმავლობაში მოდიოდა ერთ გუნდად, "დილა" კი სახელდახელოდ შეკოწიწებული, ერთი თვის კრებული იყო...

ამის შემდეგ "დილა" საქართველოს ჩემპიონატზე გადაერთო და კვლავ გავიდა ევროთასებზე. რა თქმა უნდა, უსიამოვნო იყო მარცხი საშუალოზე დაბალი დონის სომხურ "შირაქთან", მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდი ევროთასებისთვის ქრონიკულ უსახსრობაში ემზადებოდა. ზედ ევროსტარტის წინ მთელი შემადგენლობა შეიცვალა.

გასათვალისწინებელია, რომ მთელმა გასულმა სეზონმა სწორედ ამ ნიშნით ჩაიარა. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ "დილა" მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებით დაკმაყოფილდა - ამ მიზნის მისაღწევად, გორელებს პლეი აუტში ლანჩხუთის "გურიის" დამარცხება დასჭირდათ. არადა, ორიოდე ქულით მეტი რომ მოეგროვებინა, ევროპალიგის საგზურს მოიგებდა და კიდევ ერთხელ ითამაშებდა ევროთასებზე საქართველოს სახელით.

"დილა" ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იყო, როცა გუნდში ებრაული ინვესტიცია გამოჩნდა. ამ ხალხს სოლიდური გეგმები აქვს და მისი განხორციელება კლუბს სოსიაშვილის გარეშე მოუწევს. რა თქმა უნდა, "დილას" ხელმძღვანელობის უშუალო პრეროგატივაა გუნდისთვის მწვრთნელის შერჩევა. უბრალოდ, ფაქტს გავუსვათ ხაზი - გორული გუნდის სათავეში სოსიაშვილის საქმიანობა მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაწვრთნის გორულ კლუბს. სავარაუდოდ, "დილას" ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში გააკეთებს განცხადებას საკითხთან დაკავშირებით. კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სოსიაშვილის ნაცვლად "დილას" გაწვრთნის გიორგი დარასელია, რომელსაც ამ კლუბში უკვე ნამუშევარი აქვს.

ვიდრე ახალი მწვრთნელის ვინაობა გაცხადდება, შეგახსენებთ, რომ სოსიაშვილის სამწვრთნელო კარიერა 35-ე საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. ამის შემდეგ ის საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მუშაობდა "ავაზაში", ნაყოფიერი პერიოდი გაატარა "სამტრედიაში", რასაც მოჰყვა "დინამოს" მეორე გუნდი, საიდანაც "დილაში" მიიწვიეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
რაც ამ ბიჭმა გორში შეძლო,იმ რესურსებით ,იგივეს ალბათ ვერავინ ვერ შესძლებდა.ასე რომ მადლობა უჩას,მაგრამ მაგას თუ უშვებენ,იქ ვინღა რჩება?ანაც სხვა რაღატომ უერთგულებს გუნდს,ამის დამნახავი?ჩაოხრდება მანდაც საქმე.
სოსო
28 დეკემბერი 2016 20:26
0
დროული ცვლილებაა უჩა ვეღარ გაქაჩავს დილაში.
kurka
28 დეკემბერი 2016 19:01
0
წარმატებები უჩას მისგან კარგი მწვრთნელი დადგება ნამდვილად. ჯერ ახალგაზრდაა ზაან და ჩემპიონის მენტალიტეტი ქვს
barsa
28 დეკემბერი 2016 18:45
0
daraselia qutaisshic iyo da shechama pulebi da gundi lamis gaagdo. exla puliani ebraelebi ipova imat gamocanclavs pulebss da gaipareba ..ai esaa dges qartuli pexburtii... yvela pulis saketeblataa vin vis uzis wilebshi ver gaigeb .. calke garigebuli tamashebii da nagavshia qartuli pexburtii
daraselias
28 დეკემბერი 2016 15:45
0
სოსიაშვილს კონტრაქტი კლუბთან 2017-ის მაისის ბოლომდის აქვს.
jarji21
28 დეკემბერი 2016 14:39
0
ისიანი არაა ცუდი კაცი, მაგრამ არც პროფესიონალი მენეჯერია. ფეხბურთი მთელ მსოფლიოში ბიზნესია და საფეხბურთო ბიზნესში მომუშავე მენეჯერებმა უნდა შეცვალონ საფეხბურთო ბიუჯეტიჭამიები! ამის გარეშე წინსვლა არ იქნება!
zangura - ს
28 დეკემბერი 2016 14:39
0
ქართველების სულწასულობა და უაზრობა ამოვიდა კისერში უკვე,
რანიერის ჩემპიონი ლესტერი ახლა ბოლოდან მეხუთე ადგილზეა და არავინ ერჩის კლაუდიოს.
უჩამ ამდენი გააკეთა გორში და ახლა როცა ის ყველაზე მეტადაა საჭირო,ახლა აგდებენ? ეს გაშვებაც არაა, ეს არის უმადურობა და და გაგდება.
ამაზე კრეატიული ვინა გყავთ? ეს რომ 40 წლის იქნება, მის გევრდით გეგუჩაძე და ცეცაძეც კი ჩამქრალი ვარსკვლავები იქნებიან.
აზრზე მოდით.

სამტრედიელები მადლიერნი ვართ უჩასი!
Jango
28 დეკემბერი 2016 14:28
0
გია ისიანი სადაა სად? ეგეთი კაცი გასაშვები იყო? დინამოში მაინც დააბრუნონ.
zangura
28 დეკემბერი 2016 13:48
0
გურიაზეც დაწერეთ რაიმე ,ჟორდანია უნდა ჩამოსულიყო და შეხვედროდა კლუბის ბედოვლათ პრეზიდენტს,ეგებ რაიმე დადებითად გადაწყდ(ეს)ა...
bagsi
28 დეკემბერი 2016 13:45
0
უჩას წასვლა კი გულის დამწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ ამოწურა ამ კაცმა ამ გუნდში თავის შესაძლებლობები, მთავარი რაც არის გასაკეთებელი მოსაშორებელია, ბატონი ხორგუაშვილი და ტუღუში, ისე არაფერი გამოვა შეჭამენ ამ ფულს და გააქცევენ ინვესტორებს
გულშემატკივარი
28 დეკემბერი 2016 12:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული