დავით ჯიქია: გულახდილად რომ ვთქვა, ჩემი ბრალია...

AutoSharing Option
ვასილ მაისურაძის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები ის ნათელი წერტილი იყო, რომლისგანაც დადებითი ენერგია, სიხარული და იმედი მოდიოდა, დავით ჯიქია კი ამ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ. კოტე და გუბაზ დოლიძეების მიერ აღზრდილი ჯიქია უცხოეთში წასვლას 2009 წლიდან ცდილობდა: პირველად, "ბაიერნის" საბავშვო გუნდში ვარჯიშობდა, სადაც 14 წლის ქართველის დატოვება სურდათ, მაგრამ ევროკავშირში შესვლა გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა.

ევროპაში მერეც დადიოდა - ყოველ წელს, მიხეილ ყაველაშვილს ცნობილ შვეიცარიულ ტურნირზე გუბაზ დოლიძის გუნდი საკუთარი სახსრებით მიჰყავდა.

ჯიქიას ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩაწერილი ერთი ლამაზი ფურცელიც
უკავშირდება: 2014 წლის თებერვალში, "ლოკომოტივმა" (19-წლამდელთა ნაკრების საბაზო გუნდმა, რომელსაც მაისურაძე ავარჯიშებდა) შეკრებაზე "ბარსელონას" ბაზაზე იმ წლის იუნიორების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კატალონიური გრანდის 19-წლამდელები 1:0 სწორედ ჯიქიას გოლით დაამარცხა.

მას საქართველოში დარჩენის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ სერიოზული წინადადება არ მიუღია და ადგილის დამკვიდრებას ქართულ კლუბებში ცდილობდა - ქუთაისის "ტორპედოში", თბილისის "დინამოში", "საბურთალოში"... მაგრამ თავის გამოვლენას ვერ ახერხებდა, სანამ "სამტრედიაში" გია ცეცაძესთან არ ჩაირიცხა.

საჩხერის "ჩიხურასთან" პირველი ფინალური შეხვედრის კვანძი "სამტრედიამ" ამ 21 წლის თავდამსხმელის წყალობით გახსნა - ჯიქიამ საკუთარი ნახევრიდან ლამის 40-მეტრიანი გასაოცარი სიზუსტის პასით ბუდუ ზივზივაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა...

საერთოდაც, ჯიქიამ ორივე ფინალი მაღალ დონეზე ჩაატარა და ყველას გაახსენდა, რომ სულ რაღაც 2-3 წლის წინ ეს ბიჭი ასაკობრივ ნაკრებებში ბრწყინავდა.

დავით ჯიქია "ლელოს" განვლილ სეზონზე, გარდამავალ ჩემპიონატსა და სამომავლო გეგმებზე ელაპარაკა...

- ჩემპიონატის დაწყებამდე "სამტრედიის" ახლანდელ შემადგენლობას ბევრი არასერიოზულად უყურებდა. ამის ფონზე პარადოქსია, რაც ბოლოს ყველამ აღიარა - ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვეთ...
- ფაქტია, რომ სეზონი ყველა კონკურენტზე უკეთ ჩავატარეთ და ფინალში ვაჩვენეთ, რომ გარდამავალი ჩემპიონატის გამორჩეული გუნდი გვყავდა. სხვათა შორის, ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გამოვიდა. მიმაჩნია, რომ ამ ფორმატმა გაამართლა, რადგან თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ შედეგი იმიტომ ვაჩვენეთ, რომ კონცენტრაცია მოვახერხეთ. იმდენად კარგი სეზონი იყო და ისეთი სტიმული გვქონდა, ახლაც, სეზონის დასრულების შემდეგ ბიჭების ნაწილი ერთად ვიკრიბებით და ტრენაჟორებზე ვვარჯიშობთ. არ გვინდა, რომ შეკრებას ტონუსიდან ამოვარდნილები შევხვდეთ.

- გვახსოვს, "სამტრედიაში" ლამის ყველასგან ხაზგადასმული და საკუთარ ძალებში რწმენადაკარგული მიხვედით...
- ეს ამბავი ჩემპიონობაზე ნაკლებად არ მახარებს. "ლოკომოტივის" შემდეგ რამდენიმე გუნდში ვითამაშე, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა აშკარად მაკლდა და ეს თავის გამოჩენაში ყველგან ხელს მიშლიდა. გია ცეცაძის და მთელი სამწვრთნელო შტაბის მადლიერი ვარ, რადგან ნდობა დავინახე და მათამაშეს. სხვაგვარად, საკუთარ შესაძლებლობებში ვერც დავრწმუნდებოდი. ჩემპიონატის ბოლოს ფორმაში შევედი, მაგრამ მე ესეც არ მაკმაყოფილებს, რადგან ვგრძნობ, მეტი შემიძლია. საერთოდაც, საკუთარ თავს ყოველთვის მეტს ვთხოვ.

- ახალ სეზონს ისევ "სამტრედიაში" გაატარებთ თუ სხვა გუნდში გიხილავთ?
- არ ვიცი, ჯერჯერობით გაურკვევლობაში ვარ.

- რატომ?
- კონტრაქტი 1+1 სისტემით გავაფორმე. პირველი წელი დასრულდა და "სამტრედიას" მისი გახანგრძლივება თუ სურს, ახალი შემოთავაზება უნდა გაეკეთებინა... თუმცა, იმედი მაქვს, გუნდის ბირთვი შენარჩუნდება. ასეთ შემთხვევაში მეც სიამოვნებით დავრჩები.

- ამჟამად სხვა გუნდებისგან არ გაქვთ მიწვევა?
- პირადად მე არავინ დამლაპარაკებია, ხოლო ჭორების დონეზე მოსმენილს, რომ ვიღაც სადღაც წამიყვანს, არ მჯერა და ამას სერიოზულად არც ვუსმენ. წინასწარ რომ ვხედავ, არაფერი გამოვა, ისეთ მენეჯერთან ურთიერთობას თავს ვარიდებ - ეს დროის ფუჭი ხარჯვაა.

- არადა, საქართველოს ჩემპიონი გახდით და, ერთი შეხედვით, ჩემპიონი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშით უცხოელები უნდა დაინტერესდნენ...
- ლოგიკურად ასეც უნდა იყოს, მაგრამ თავადაც კარგად იცით, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის უცხოეთში წასვლა ძალიან ძნელია და ეს ყველას აწუხებს.

- ქართველებისადმი ინტერესის შემცირების მიზეზი ბოლო წლებში საერთო დონის კატასტროფულად დაცემაა, მაგრამ რამდენიმე ნიჭიერი მოთამაშე ევროპაში არაევროკავშირელობამ დააბრკოლა, რუსეთში კი - სავიზო პრობლემამ. მოკლედ, საქართველოს ჩემპიონატიდან წასვლა ძნელია...
- სასწაული უნდა გააკეთო, რომ დაინტერესდნენ. მეორე მხრივ, კარგი მენეჯერიც გჭირდება, რომელიც გზას გაგიკვალავს. მე კი ასეთი თანამდგომი არ მყავს და ამის შედეგიც არის, ასაკობრივი ნაკრებებში თამაშების შემდეგ მაინც საქართველოში დარჩენა რომ მომიხდა. მაგრამ ყველაფერს მხოლოდ გარეშე მიზეზებსაც ვერ დავაბრალებ.

- რას გულისხმობთ?
- გულახდილად რომ ვთქვა, ჩემი ბრალია, ბოლომდე დამაჯერებელი რომ არ ვარ და აქამდე სერიოზული წინადადება რომ არ მქონია.

- თქვენი ბრალი რა არის, ოდესმე გიზარმაციათ?
- არა, სიზარმაცე არ მჩვევია, მაგრამ გაცილებით მეტი შრომა მჭირდება, კარგი კლუბები რომ დავაინტერესო. რაც მთავარია, თავდამსხმელი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ფლანგიდან ვთამაშობდი, გაცილებით მეტი გოლი უნდა გამეტანა.

- პარადოქსია: საერთო დონის მიუხედავად, ლეგიონერები ამბობენ, რომ საქართველოს ჩემპიონატში თამაში მაინც ძნელია...
- ფაქტია, რომ ჩვენთან საშუალოევროპულზე დაბალი დონეა, რასაც ევროსარბიელზე გასულები აშკარად ვხედავთ. ჩვენი გუნდები პირველივე ეტაპზე მარცხდებიან და გათამაშებას ეთიშებიან. იმიტომ, რომ აზერბაიჯანული და ყაზახური კლუბებიც კი ჩვენზე მაღალი დონის არიან, უფრო მაღალ ტემპში თამაშობენ და ჩვენი ჩემპიონატის შემდეგ მათთან დაპირისპირება გვიძნელდება. "გაბალას" დონის 2-3 გუნდი რომ გვყავდეს, ევროთასებისთვის გაცილებით მომზადებულები ვიქნებით. მაგრამ რომ არ გვყავს, ესაა პრობლემა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
დონ დინიო

თქვენ იგივე - "საშკა ჩერქეზი" არა ხართ? ხელწერა იგივე გაქვთ, უბრალოდ კვალის ასარევად ცუდად დაწერეთ ტექსტი გადაბმული სიტყვებით, ხელწერას ვერ შეცვლით, თქვენთვის უახლოეს ადამიანსაც ამით ვერ დაეხმარებით.ჯანმრთელობასაც მიხედეთ, ნაკლები ინერვიულეთ.

დათოს კი წარმატებები,მაგარი ბიჭია ის.
QWERTY
12:03 29-12-2016
0
დათო და გიორგი პაპუნაშვილი6 წლისები იყვნენროდესაც მშობლებმა სამედიცინო ინსტიტუტის სტადიონზე, რომელიც ახლა საბურთალოს სტადიონად ითვლებამაშინ ვაკე –91 იყო,სხვათა შორის იქვე ეუფლებოდნენ დ პირველ ნაბიჯებს დგავდნენ ფეხბურთში გიორგი ტთუნაიშვილიგიგუშა და დაჩი ცნობილაძე)მ ოტხივე ნხსენები ფეხბურტელის ზრდა კრგდ მახსოვს და ისიც თუ როგორ ვიტარდებოდნენ რა შეეძლოთ და რას მიაღწიეს ან ვერ მიაღწიესდა რატომ.იმდენად ნიჭიერი იყო გიორგი პაპუნა და დათო რომელსაც ერტერტმა მწვრტნელმა გურამ პავლიაშილმა, რომელიც გიგუშას მწრზტნელი იყოშეარქვა პელლე, რომელსაც თითქმის ყოველთვის ამართლებდა იმით,რომ უამრავი გოლი გაჰქონდა და სასწაული გოლები.იმ დრომდე იდრე მის კარიერასდა საფეხბურზტო ზრდას ხელისშემშლელები არ გამოუჩნდნენ და შურის თვალით მაყურებლები თუმცაა მისი ტამაშის საყურებლად მუდმ დადიოდა ხალხი სადაც რ უნდა ეტამაშამოტხოვნა მასზე დიდი იყო ყველს სურდა მისი გადაბირება ტავის გუნდში.საბოლოოდ ვაკე –91–მა და კ.დოლიძემვერ შეინრჩუნა ვერც გ პაპუნა დავერც პელედა იგი აღმოჩნდააღმონდა 36–ე სკოლაში გ.დოლიძესთანამ გუნდთან ერტად ბატონ მიშა ყჰაველაშვილისდახმარებით მრავალ ევროპულ ტურნირებზე იმოგზაურაGOთHIA-ჩAP-ის ტურნირზე ც უამრავი გოლი გაიტანა და გუნდი ფინალშიც კი ავიდა სადაც საქარტველოს ჰიმნიც აჟღერდა. უამრავი ვითომ მენეჯერ აგენტი იყო დაინტერესებული როგორც დგილობრივები ისე უცხოელებიც, მაგრამ ბევრ ვინმეს უბრალოდ აუკრძალეს მასთან ურთიერტობა. უფრო მეტიც 13–14 წლის ასაკში ქონდა შანსი წასულიყო კიევის დინამოშიდა იქ გაეგრძელებინა საფეხბურტო ზრდა, ტუმცა ურციეს საქარტველოში დასრჩენა ჰპირდებოდნენ რა პირდაპირ ევროპაში წაყანას. ეს ერტი დაკარგული შანსი.მეორე მოიძია ფრანგი აგენტირომელმაც ოსერში ჩაიყვანა და აწარმოებდა მოლაპარაკებას ფრანგულ კლუბრბტან და სხვებტანაც.თითქმის გადაწყვეტილი იყო მისი მართლაც ევროპაში დარჩენა, მაგრამ სტატიაში ნახსენები ბარსელონას ტურნირზე სადაც ბრსელონასაც გაუტანა. ლალიგის ჰრკულესსსცდა ნორვეგიიისოდდ–საც ანუ სამ თამაშში 3 გოლი და არცთუ სუსტ გუნდებტან ოდდ მაშინ მე7–ე ადგილზე იყოხოლო ჰერკულესი ლალიგის ბინადარი გუნდი იყოეს ის დროა 19=წლამდელთანაკრები რომ უნდა შეკრებილიყო და შვეიცარიაში წასყულიყვნენ ელიტრაუნდზესადაც ფრნგებიც ელოდნენ და გერმანელერბიც.ჰოი სასქწაული ნაკრებში არ წაიყვანესეს ვარიანტიც ასე გაცუდდა,შემდეგ ამშვიდებდნენ გული არ გაიტეხო ევროპაზე რომ გავა გუნდი მერე წაგიყვანენო არადა ისრაელს ნიჩიაც ვერ ეტამაშნენდა დრჩ რატუ დათო საქარველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონტს მიღმა!შემდეგ უკიჯინებდნენ უნდა დაამტკიცო რომერცდნენ რომ არ წაგიყვანესო. დიწყო მტკიცების ხანა–ჯერ ლოკომოტივისადაც 2 სეზონში ჯამში25–ზე მტი ბურტი გაიტანა.შემდეგ კვიპროსზე წასული ტანაგუნდელი მეგობრის დახმარებითსაბერძნეთის გასინჯვები იქაც გოლები მაგრამ საბერძნეტში დაწყებული ფინანსური კრიზისი და ცუდი შეთავაზებული პირობები იდე რომ მენეჯერმა უკნ დასაბრუნებელი ბილეთიც კი არ აუღო და საქართველოდან დაეხმარენ.მერე იყო ფიფიას ტხოვნა ლოკომოტივისადმი რომ დაეთმო ჭანტურიადა ჯიქია.მაგრამ მტელს სეზონშისულ 10 წუთიმიცემული სათამაშოდროდინამოშიშემდეგ საბურტალოს ინტერესი და რამდენიმე გტანილი გოლი საუცხოო საგოლე პასებტან ერტად საბურტალო უმაღლესი გადავიდაშემდეგ სამტრედია პირველივე სეზონზე 9 გატანილი გოლი და საგოლე პასები წელს კი ყველამ ნახა.რაც შეეხება ქვას დ ხავსსფეცხბრტელი ქვა არააა და არც ხავსს საწიროებს ფეხბურტელი სულ იმოძრავებსსადფაც უკეტესი პირობა იქნებატუ ვინმე ფიქრობს რო ეჭირდება გუნდში ის ყველაფერს იღონებს მის შესანრუნებლადისიც ვიცი რომ ამ 3–4 წლის განმავლობააში რუსეთის ვრიანტიც ქონდა და ური უტხრა.არ ვიცი ვინ არის გუადუა მაგრმ ვეტანხმები რომმაშინ მასეთი სამტრედიას არც ჩემპიონთა ლიგა მინდა და არც არაფერი.
დონ დინიო
02:36 29-12-2016
0

სიახლეები პოპულარული