ცეცაძე ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელია, ზივზივაძე - საუკეთესო ფეხბურთელი

AutoSharing Option
სასტუმრო "რუმს თბილისში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2016 მიმდინარეობს.

ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად "სამტრედიის" შემტევი ბუდუ ზივზივაძე დასახელდა, რომელიც 13 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. ზივზივაძემ ჯილდო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისთვისაც მიიღო.

გია ცეცაძე კი, რომლის თავკაცობით "სამტრედიამ" წელს პირველად მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

სპეციალური ანკეტების მეშვეობით ფედერაციამ გამოკითხვა ჩაატარა. საუკეთესოები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე საქართველოს ქალთა
ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა დაასახელეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლაც საუკეთეო ოსტატი და შეგირდი....გილოცავთ ბიჭებო...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული