უჩა სოსიაშვილი: დანამდვილებით ის ვიცი, რომ "დილას" მე აღარ გავწვრთნი

AutoSharing Option
გორის "დილას" ახალი სეზონიდან უჩა სოსიაშვილი აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ მწვრთნელმა Sportall.ge-ს თავად განუცხადა.

"10 იანვარს დაგეგმილია პრესკონფერენცია, სადაც ჩემი და გორის "დილას" სამომავლო ურთიერთობაზე ყველაფერი ითქმება. ერთი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, ისაა, რომ გუნდს მე აღარ გავწვრთნი.

დავრჩები თუ არა "დილაში" სხვა სტატუსით, ამას უკვე ყველანი 10-ში გავიგებთ, დღეს კი არაფერი ვიცი", - გვითხრა სოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის სოსიაშვილის სამწვრთნელო კარიერა 35-ე საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. ამის შემდეგ ის საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მუშაობდა "ავაზაში", ნაყოფიერი
პერიოდი გაატარა "სამტრედიაში", რასაც მოჰყვა "დინამოს" მეორე გუნდი, საიდანაც "დილაში" მიიწვიეს... სწორედ მის ხელში მოიპოვა "დილამ" ქვეყნის ჩემპიონობა 2015 წელს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დილას" გიორგი დარასელია ჩაიბარებს, რომელსაც ამ კლუბში უკვე ნამუშევარი აქვს.

- გორის "დილა": უჩა სოსიაშვილს გიორგი დარასელია შეცვლის?
მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებები გიას
ბაჩო
13:26 02-01-2017
0
ვეთანხმები გაგნიძის ყველა მოსაზრებას. ვანოს ბევრი რამე ეშლება
goreli
01:09 03-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული