ქუთაისის "ტორპედოს" გიორგი კუხიანიძეც დაუბრუნდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისელებს 24 წლის ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე დაუბრუნდათ, რომელიც კლუბთან კონტრაქტს ხვალ, 3 იანვარს გააფორმებს.

კუხიანიძის დებიუტი "ტორპედოს" პირველ გუნდში 2011 წელს შედგა. ქუთაისში გატარებული 3 სეზონის შემდეგ ფეხბურთელი "ზესტაფონში" გადაბარგდა, სადაც ნახევარი სეზონი დაყო და 2014 წლის აგვისტოში ქობულეთის "შუქურაში" გადავიდა. მომდევნო წელს კუხიანიძე "ტორპედოში" დაბრუნდა, 1 სეზონი გაატარა და ამ წლის ივლისში თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა, ახლა კი კვლავ "ტორპედოში" ბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, "ტორპედოს" გურამ ადამაძე და
მერაბ გიგაურიც
დაუბრუნდნენ.

- ქუთაისის "ტორპედომ" გურამ ადამაძე და მერაბ გიგაური დაიმატა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული