"საბურთალომ" გიორგი ბუხაიძეს კონტრაქტი გაუწყვიტა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" ფორვარდმა გიორგი ბუხაიძემ დატოვა. ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტის გაწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არ მომხდარა.

25 წის ფორვარდი ბოლოს თერჯოლის "საპოვნელაში" ასპარეზობდა და ამ წლის ზაფხულს სწორედ იქიდან გადავიდა თბილისურ კლუბში, რომელთანაც 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა "საბურთალომ" ახლახან მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

გარდამავალ საფეხბურთო ჩემპიონატს ბუხაიძე ტრავმით შეხვდა, რის გამოც 6 მატჩში "საბურთალოს" მაისურით სულ 61 წუთი ითამაშა და გოლი არ გაუტანია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბუხა მაგარი ხარ გული არ გაიტეხო, წარმატებებიი
terjoleli
17:24 03-01-2017
0
ვაი კბილის ექიმის გამო დაჯირდა ორი ოპერაცია უფალი გფარავრდეს გიო
Irina
13:14 03-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული