ვლადიმირ ვაისი: უზბეკეთთან და იორდანიასთან საკმაოდ რთული თამაშები გვექნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი უზბეკეთთან და იორდანიასთან რთულ თამაშებს ელოდება.

23 იანვარს საქართველოს ნაკრები დუბაიში, ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთს დაუპირისპირდება, 25 იანვარს კი - ამავე ქალაქში იორდანიას. მისი თქმით, ეს თამაშები იქნება შესაძლებლობა, რომ ნაკრებში მიწვეულმა ფეხბურთელებმა თავი გამოიჩინონ.

"მეორე დღეა, ამ ფეხბურთელებთან ერთად ვმუშაობ. ისინი არიან საუკეთესო ფეხბურთელები ჩემპიონატში, თუმცა არც პირველი ნაკრებია ეს და არც მეორე, რადგან ძირითადად ლეგიონერებით ვართ დაკომპლექტებული. არ იქნება იოლი თამაშები და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენენ ისინი თავს.

უზბეკეთი ძლიერი გუნდია, კარგი შედეგები აქვს.
ასევე გავეცანი იორდანიის გუნდის თამაშებსაც და მათაც კარგი შედეგები აქვთ. აქედან გამომდინარე, საკმაოდ რთული თამაშები გვექნება. ჩვენთვის მთავარია, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა თავი გამოიჩინონ", - განაცხადა ვაისმა.

მისივე თქმით, რამდენიმე ფეხბურთელის გამოძახება სურდა, მათ შორის, ჯაბა ჯიღაურის, ლაშა პარუნაშვილის, მათე ცინცაძის და სხვების, თუმცა ისინი კლუბებმა არ გამოუშვეს.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბ-ნო ვაის 120 გუნდს ჩვენზე უკეთესი შედეგი აქვს და რომ წააგოთ არაფერი დაშავდება?!!)))))))
svan
17:02 18-01-2017
0
ახალი სირცხვილისთვის მოვემზადოთ?
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
17:40 18-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული