09:18 23-01-2017
საქართველოს ნაკრები: ბოლო ვარჯიში უზბეკეთთან მატჩის წინ [VIDEO]
AutoSharing Option
სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, უზბეკური მხარის მიზეზით მატჩის ტელეტრანსლაცია არ იგეგმება.
მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ერთ საათს გაგრძელდა, დუბაიში მყოფი თითოეული ქართველი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და საკუთარი შანსის მოლოდინშია.
შეგახსენებთ, რომ დუბაიში უზბეკეთთან შეხვედრის გარდა, საქართველოს ნაკრები 25 იანვარს კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის გუნდის მეტოქე იორდანიის ეროვნული ნაკრები იქნება. უზბეკეთთან მატჩის მსგავსად, შეხვედრა 17 საათზე დაიწყება. შეხვედრის მასპინძელი Theyab Awana Stadium იქნება.
საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი ("სამტრედია", სამტრედია), ოთო გოშაძე ("საბურთალო", თბილისი)
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი ("ჩიხურა", საჩხერე) დავით ხოჭოლავა ("ჩერნომორეცი", ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), უჩა ლობჟანიძე ("ატირაუ", ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ჯიმი ტაბიძე ("გენტი", ბელგია)
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია ("დინამო", ბათუმი), გიორგი განუგრავა ("ჩიხურა", საჩხერე), ოლეგ მამასახლისი ("ტორპედო", ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო" თბილისი), ბაჩანა არაბული ("დინამო", თბილისი), გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო", თბილისი), ბექა ტუღუში ("ტორპედო", ქუთაისი), საბა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი) ლაშა პარუნაშვილი ("დინამო", თბილისი)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე ("სამტრედია", სამტრედია).
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
არრის ტარანსილაცია
0
0
კი მაგრამ კითხვა არ იცით თუ სტატიას არ კითხულობთ ....
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
სიახლეები
პოპულარული