საქართველოს ნაკრებმა უზბეკეთთან პირველი ტაიმი წააგო

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დუბაიში ამხანაგურ მატჩს უზბეკეთის ნაკრებთან მართავს. THE SEVENS STADIUM-ზე მიმდინარე შეხვედრის პირველი ტაიმი უზბეკთა სასარგებლოდ - 1:0 დასრულდა. გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

პირველი 45 წუთის განმავლობაში ბურთს უფრო მეტად უზბეკი ფეხბურთელები აკონტროლებდნენ, საქართველოს ნაკრები კი კონტრშეტევით ცდილობდა მეტოქის შევიწროებას.

საქართველოს ნაკრების კართან საფრთხე ტაიმის მიწურულს ორჯერ შეიქმნა. თუ პირველ ეპიზოდში როინ კვასხვაძემ შეძლო ბურთის მოგერიება, მეორე ჯერზე გუნდი ვეღარ იხსნა - 45-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში მაღალი ჩაწოდების შემდეგ თავით ელდორ შომუროდოვმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ
ვაისმა
ეს სასტარტო შემადგენლობა დააყენა: როინ კვასხვაძე, უჩა ლობჟანიძე, დავით ხოჭოლავა, საბა ლობჟანიძე, ბაჩანა არაბული, ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი, ბექა ტუღუში, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, თეიმურაზ შონია.

სათადარიგოები: ომარ მიგინეიშვილი, ოთო გოშაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი ქიმაძე, ჯიმი ტაბიძე, გიორგი განუგრავა, ოლეგ მამასახლისი, გიორგი ხარაიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა პარუნაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები დუბაიში კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას იორდანიის ეროვნულ გუნდთან, 25 იანვარს ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
llcl-ს :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD არა სერბეთისთვის ინახავენ ლადოს:
svan
18:35 23-01-2017
0
ყოჩაღ... აბა თუ არ შეგვძლებია.... დდდ
მახო
18:17 23-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული