საბა ლობჟანიძე: დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშში უფრო კარგად ვითამაშებთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ, რომელმაც უზბეკეთთან მატჩში მეორე გოლი გაიტანა, თამაშის შემდეგ სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

23 იანვარს, დუბაიში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრები უზბეკეთს დაუზავდა - 2:2.

- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

"პირველი ტაიმი ნერვიულად დავიწყეთ. ალბათ, ეს იმან განაპირობა, რომ ბევრი ჩვენგანისთვის პირველი თამაში იყო. მოგეხსენებათ, ზამთრის შეკრება ახლა დაიწყო და თანდათან უკეთეს ფორმაში ჩავდგებით.

დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშში უფრო კარგად ვითამაშებთ და უფრო კარგ შედეგს დავდებთ", -
თქვა ლობჟანიძემ.

საქართველოს ნაკრები დუბაიში მეორე ამხანაგურ შეხვედრას 25 იანვარს, იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძაან მაგარი ხარ.მაგრად გამოიცანი
ქუთაისი
15:38 24-01-2017
0
ძაან ნუ გათამამდები საბა. გილოცავ გოლს, ოღონდ თამაში არ ავრგოდა. არავის თამაში არ ვარგოდა.
haha
13:10 24-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული