საქართველოს ნაკრები იორდანიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
25 იანვარს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დუბაიში იორდანიასთან ამხანაგურ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი 45-ე წუთზე ჰამზა ალ-დარდური გახდა.

ვლადიმირ ვაისმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: ომარ მიგინეიშვილი, ჯიმი ტაბიძე, დავით ხოჭოლავა, უჩა ლობჟანიძე, ლაშა შერგელაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, თეიმურაზ შონია, საბა ლობჟანიძე, ბექა ტუღუში, ვლადიმერ დვალიშვილი, ბუდუ ზივზივაძე.

სათადარიგოები: როინ კვასხვაძე, ოთო გოშაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი ქიმაძე, გიორგი განუგრავა, ოლეგ მამასახლისი, ბაჩანა არაბული, გიორგი ხარაიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა პარუნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეს საქართველოსთვის დუბაიში მეორე ამხანაგური მატჩია.
პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უზბეკეთს (2:2) დაუზავდა.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ფეხბურთს სახელმწიფოსაგან ისევ აქვს დაფინანსება?სირცხვილია ხალხო,სანამ საკუთარი ოფლით არ იშოვნიან ფულს სულ ასე იქნება და ხალხმა რა დააშავა,რატო უშლით ნერვებს.გადაუნაწილეთ ეგ ფული სპორტის სხვა სახეობებს და პენსიონერებს.
თეიმურაზი
14:20 26-01-2017
0
ევროპის ჭ კლასის გუნდებში აუტის მომწოდებელი ფეხბურთელები ფედერაციის პრეზიდენტებად და პარლამენტში და მთავრობაში რომ გვეყოლებიან იმისი ბრალია.შატალოზე ქუჩის ფეხბურთის მეტი არაფერი უსწავლიათ და სახელმწიფოს მართვაში რისი გამკეთებლები არიან კი გვეტყობა.
ვაი ჩვენს პატრონს უბედურს
11:23 26-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული