საქართველოს ნაკრები იორდანიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
25 იანვარს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დუბაიში იორდანიასთან ამხანაგურ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი 45-ე წუთზე ჰამზა ალ-დარდური გახდა.

ვლადიმირ ვაისმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: ომარ მიგინეიშვილი, ჯიმი ტაბიძე, დავით ხოჭოლავა, უჩა ლობჟანიძე, ლაშა შერგელაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, თეიმურაზ შონია, საბა ლობჟანიძე, ბექა ტუღუში, ვლადიმერ დვალიშვილი, ბუდუ ზივზივაძე.

სათადარიგოები: როინ კვასხვაძე, ოთო გოშაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი ქიმაძე, გიორგი განუგრავა, ოლეგ მამასახლისი, ბაჩანა არაბული, გიორგი ხარაიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა პარუნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეს საქართველოსთვის დუბაიში მეორე ამხანაგური მატჩია.
პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უზბეკეთს (2:2) დაუზავდა.
მკითხველის კომენტარები / 22 /
აი ესაა საქართველოს ჩემპიონატი,უდიდესი შეცდომა დაუშვა ვაისმა,ამას ჯობდა ძირითადი შემადგენლობა წაყვანა ან საერთოდ არავინ.ერთი კუპერი იყო ჩემპიონატის ხალხი რო შეყარა და უშედეგოდ,ეხლა ეს.დააბრუნეთ ქეცბაია,ყველაზე დიდი შეცდომა იყო მაგ კაცის გაშვება
qomagi
19:10 25-01-2017
0
იდეა მაქვს. იქნებ კანონმდებლობით დასჯადი გავხადოთ საქართველოში ფწხბურთის თამაში, ანუ ავკრძალოთ
zaza kenchadze
19:11 25-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული