ვაისი: ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ შეასრულეს მათი ვალდებულებები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, იორდანიასთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დუბაიში იორდანიასთან ამხანაგურ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

- იორდანიამ საქართველოსთან 9-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა

"ჩვენ დუბაიში იმისთვის ჩამოვედით, რომ ფეხბურთელებს, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ, თავის წარმოჩენის საშუალება ჰქონოდათ, გახსნილიყვნენ და ეჩვენებინათ მათი თამაშის ხარისხი.

ფრე ვითამაშეთ უზბეკეთთან, სამწუხაროდ, დღეს იორდანიის პირველ ნაკრებთან წავაგეთ. თამაში არც ისე მარტივი იყო, თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა, ჩვენ ორი კარგი მომენტი გვქონდა, რომლებიც ვერ
გამოვიყენეთ, თუმცა, სამწუხაროდ, მათ გაიტანეს. მომენტალურად თამაშის შემდეგ დასკვნების გამოტანა რთულია.

ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ შეასრულეს მათი ვალდებულებები. რა თქმა უნდა, ხარისხი სხვა საკითხია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანი მოედანზე უქმად იყო. პირიქით, ყველა ცდილობდა, კარგად ვარჯიშობდნენ და რაც ყველაზე მთავარია, გვაინტერესებდა, გაიხსნებოდა თუ არა რომელიმე ეროვნული ნაკრებისთვის. ამ შეკრებაზე 2-3 პოტენციურმა ახალმა მოთამაშემ წარმოაჩინა თავი, ამიტომ სერბეთთან შეხვედრისთვის შეკრებაზე ამ ფეხბურთელებიდან ორი აუცილებლად იქნება.

ბუნებრივია, წაგებით კმაყოფილი მწვრთნელი არ არსებობს, მაგრამ კმაყოფილი ვარ შეკრებით, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა,რომ ერთი კვირა ერთად გვემუშავა", - ციტირებს ვაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ჯერ მწვრთნელი ნახე რა, ეგ რო მოგიგებს.....
კახა ქირია
26 იანვარი 2017 15:14
0
ეს იყო წყალში გადაყრილი ფული თქვე დალოცვილებო ეგ ფულები სტადიონების კეთილმოწყობას მოახმარეთ ყანებში რო თამაშობთ.ეს ვაისი წავა და სტადიონები კიდე დარჩება,მოინდომა რა დუბაიში არაფრის მომცემი სბორი.ორი კაცი რო დაემატოს ზამენაში ამიტომ გააკეთეს ამხელა შეკრება...მოიწყეს რა ცხოვრება.ოთხი არხი მაქვს ფეხბურთის,ძალიან მიყვარს და შემიძლია უყურო თითქმის ყველა თამაშს დაჟე პანამის ჩემპიონატის თამაში მაქვს ნანახი(ამერიკაში ვცხოვრობ და აქ არხია კონკაფაფის და ცენტრ.ამერიკის თამაშებს ანახებს)გეფიცებით ჩვენსავით არ თამაშობს არავინ ესე ნელა და უაზროდ... თებერვალში აქ მოაწყვეთ შეკრება მაიამში მე-2ლიგის ფეხ ურთელებსაც დააკვირდით მაგათმა რა დაგიშავეს...
კახა ქირია
26 იანვარი 2017 15:12
0
მე ერთი რამე ვერ გავიგე , ეს ჟურნალისტები რატო წერენ და ამბობენ ისეთი ტონალობით , რო ეს მატჩები არაფერია და შედეგს არ აქ მნიშვნელობა და ეს მოსამზადებელია და ა.შ. რაც თავი მახსოვს ყველა თამაში და ყველა შესარჩევი არის , შემდეგი თამაშის და შემდეგი შესარჩევისთვის და რით ვერ მოემზადეთ? ! მერე კიდე დღეს საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელო თამაში არ არსებობს, იმიტო რო რეიტინგში ვართ არასაფეხბურთო ადგილას და რათქმაუნდა ჩვენი ქვეყნის ფეხბურთელი ვერ მოხვდება ტოპ-ჩემპიონატში, ეს ფეხბურთელებს თვითონ უკეთ უნდა ესმოდეთ. და თუ ასეთი უმნიშვნელო იყო ეს შეკრება , ან რატო უნდა იყოს ნაკრების შეკეება უმნიშვნელო არ ვიცი, მაშინ დარჩი საქართველოში და ეთამაშე იგივე გაგრას, ან ბთ. დინამოს ან გორს, თბ, დინამოს, ტორპედოს, ან ვისაც გიბდა, რა დუბაი თუ არ ნახეთ ისე როგორ შეიძლება ხო? არ შეიძლება ეს ექსკურსიები რააა....
Vasili
26 იანვარი 2017 13:16
0
ბოდიშს ვუხდი რედაქციას ზედმეტი აქტიურობისთვის. ეს სპორტული გაზეთია და შეეშვან პოლიტიკას.
"ოცნებას" მივმართავ სინამდვილეში სინამდვილეში ვიცით რაც ხარ: 1) ვაისს არასდროს არ უთქვამს შემდეგისთვის ვამზადებ გუნდსო, პირიქით, "ვიციო, რომ დიდხანს არ მომითმენენო". 2) მესამე ადგილი საქართველოსთვის, მას მერე რაც ნაცებმა დამართეთ ფეხბურთს, ნამდვილად დიდი წარმატება იქნება, 3) ეკონომიკა რომ არ გვაქვს ამიტომ ფეხბურთი არ ვითამაშოთო, ეგ კობიაშვილმა კი არა თქვენ ამბობდით და ამბობთ წინა ფედერაცია(იგივე ნაცები), 4) წინასწარ გვამზადებენ, შეეჩვიეთ წაგებებსო. გაგვახსენე ნაცების დროს როდის ვიყავით შეჩვეული მოგებებს.
haha
26 იანვარი 2017 12:36
0
შერგელაშვილი უპირობოდ მოხვდება ნაკრებში.
ლობჟანიძე,ზივზივაძე,არაბული,შონია ალბათ ვერ მოხვდებიან და ამის მრავალი მიზეზია, თუმცა აქვთ ზრდის და წინსვლის საშუალება.
Guadua
26 იანვარი 2017 12:34
0
ამ ორი თამაშის შედეგად მივიღებთ:
რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითებას, საერთოდ რა აზრი ქონდა ამ ამხანაგურ თამაშებს, ეს შემადგენლობა არსებულს მაინც ვერ ჩაანაცვლებს, სათადარიგოშიც ვერ მოხვდებიან.
უზბეკეთს და იორდანიას კი საფეხბურთო ისტორია გავუმდიდრეთ, საღოლ ვაის !
სააკაძე
26 იანვარი 2017 11:49
0
კობიაშვილს 65 ათასი ლარი აუღია ხელფასი–რა მიღწევების გამო აიღო მინისტრზე მეტი ხელფასი??მოიგო ნაკრებმა რამე?ასაკობრივებიც რაც კობიაშვილია ყველაფერს აგებენ და...არ ეყოფოდა თვეში 2–2,5 ათასი?!..მოიგოს ნაკრებმა და მერე მიეღო პრემიების სახით თუნდაც 100ათასი.ფეხბურთელმა ნაკრებში თამაშისთვის რატომ უნდა აიღოს ფულიო და თვითონ არ იკლებს არაფერს.ალბათ მაგრად უჭირს და იქნებ კიდევ დავეხმაროთ? ...
zaza
26 იანვარი 2017 11:26
0
ვაისი ხშირად ,უკვე თავიდანვე აცხადებდა,რომ შემდეგი შესარჩევისთვის მოსამზადებელია ეს შესარჩევი,ოფიციალური მატჩებიო(((
ფედეაციამაც –მესამე ადგილი იქნება მიღწევაო((
ეხლა კობიაშვილმა –ეკონომიკა არ გვაქვს და რა გინდათო((
წინასწარ გამზადებენ,რომ არაფრის იმედი გქონდეთ,შეეჩვიეთ წაგებებს...
ამათ ხელში ფეხბურთელი უკვე წინასწარ შეგუებულია ფსიქოლოგიურად წაგებას.
ოცნება
26 იანვარი 2017 11:15
0
რაზეა საერთოდ მიმოხილვა,როცა არც ხელლისუფლებას და არც ფედერაციას არ აინტერესებთ არც ნაკრები და არც ფეხბურთი.ყველაფერი პირადი გამდიდრებისთვის,საკუთარი უნიჭოდ აღზრდილი ფეხბურთელების გაყიდვისთვის ...
ფედერაციის ვებ–გვერდზე ფუტზალი იყო ლაივში
eh
26 იანვარი 2017 11:08
0
ეს კაცი გვეღადავება ,,ნეტა ვიცოდე რა უხარია?
rezi
26 იანვარი 2017 11:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული