ტყუილი თუ უნიათობა? რატომ ვერ ვუყურებთ ხოლმე საქართველოს ნაკრების მატჩებს

AutoSharing Option
დეკემბრის დასაწყისში ფეხბურთის ფედერაციამ გვახარა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იანვარში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებდა - დუბაიში, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ. წლის დასაწყისში ამას კიდევ ერთი ცნობა დაემატა, ორ დღეში ნაკრები იორდანიასთანაც ითამაშებდა.

მართლაც, ვაისის ექსპერიმენტულმა გუნდმა ფიფას არაოფიციალურ დღეებში ორი მატჩი გამართა დუბაიში - 23 იანვარს 2:2 ითამაშა უზბეკეთთან, ხოლო 25 იანვარს 0:1 წააგო იორდანიის ნაკრებთან.

- იორდანია-საქართველო 1:0 - ვინ არის პასუხისმგებელი? [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

ახლა ამ მატჩების ავკარგიანობაზე არ ვისაუბრებთ და არც იმაზე, რამდენად
სასარგებლო იყო ეს ტურნე ჩვენი გუნდისთვის, ეს სულ სხვა წერილის თემაა. ფაქტია, გულშემატკივარი გაწბილებული დარჩა და არა მარტო იმის გამო, რომ ჩვენმა ნაკრებმა კვლავ წარუმატებლად ითამაშა.

- "კობის დაურეკეთ, ლინკი არაა-თქო" - სახალისო კომენტარები საქართველოს მატჩის "ლაივზე"

ვამბობთ იმას, რომ ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივრებმა ვერ იხილეს ამ მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია. იმათ, ვისაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდებოდა, უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციის წყალობით, პირველი მატჩის ცუდი ხარისხით ნახვის საშუალება მაინც ჰქონდათ, იორდანელთა ორგანიზებული ლაივ-სტრიმი კი ტექნიკური პრობლემის გამო პირველსავე ტაიმში შეწყდა.

არ ვამბობთ, რომ ტრანსლაციის მოწყობა სფფ-ის უშუალო მოვალეობაა, მაგრამ თუკი ბევრ ფულს ვხარჯავთ "ფეხბურთის პოპულარიზაციაში", "ვაპიარებთ" სხვადასხვა ღონისძიებას, ვატარებთ სამოყვარულო თასებს და თავადაც კარგად ვერთობით ასეთ ტურნირებში, ვფიქრობთ, სადღაც, ვალდებულიც იყო ქართული ფეხბურთის მთავარი ორგანო, ეზრუნა იმაზე, რომ ასეულათასობით ფანს ქვეყნის მთავარი გუნდის (როგორი შემადგენლობითაც არ უნდა ყოფილიყო) მატჩები ენახა, თუნდაც, ჩანაწერი...

სამწუხაროდ, მხოლოდ უნიათობასთან არ უნდა გვქონდეს საქმე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ ტელეტრანსლაცია... უზბეკთა მიზეზით არ იქნებოდა (იხ. 23 იანვრის "ლელო"). მეტიც, ფედერაციაში ირწმუნებოდნენ, რომ მეტოქე მხარის სურვილის გამო არც ე.წ. სტრიმი იქნებოდა და მატჩს ინტერნეტითაც ვერ ვიხილავდით.

"უზბეკეთთან მატჩი მათივე თხოვნით "დახურულია" და სტრიმი არ იქნება. იორდანიის საკითხი ხვალ გაირკვევა", - პასუხობდა სფფ-ის "ფეისბუქის" გვერდი.

სინამდვილეში კი უზბეკეთის ფედერაციამ მრავალი წინაღობა გადალახა საიმისოდ, რომ სტრიმი გულშემატკივრებს ეხილათ. იმ ხალხმა, რომელიც, თითქოს, მატჩის "დახურვას" ითხოვდა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თამაში გვეხილა. ვის რაში სჭირდება ასეთი ტყუილი, ბატონებო?

იორდანიელებმაც ბევრი იმუშავეს შეწყვეტილი სტრიმის აღსადგენად, მაგრამ ეს ვერ შეძლეს დუბაის სტადიონზე არსებული ცუდი ინტერნეტის გამო. მაგრამ მათ სცადეს მაინც, ყველაფერი იღონეს, რომ გულშემატკივრები გაეხარებინათ.

ბუნებრივია, არც ის გვავიწყება, თუ ვისი უშუალო მოვალეობაა ქვეყნის ეროვნული ნაკრებების თამაშების ჩვენება - ორგანოსი, რომელიც ჩვენი გადასახადებებიდან ფინანსდება - "საზოგადოებრივი ტელევიზიის".

ამას წინათ ლევან კობიაშვილმა თქვა, ერთი პროცენტითაც რომ შეეშალა სფფ-ის მმართველობაში ხელი ჩემს პარლამენტარობას, პოლიტიკოსის კარიერაზე უარს ვიტყოდიო. საინტერესოა, ეროვნული ნაკრების ორი მატჩის ვერჩვენება გულშემატკივრებისთვის ვერ "ქაჩავს" იმ ერთ პროცენტამდე?!
მკითხველის კომენტარები / 34 /
პირი მოპარსეთ ფეხბურთელებს თხასავით, რომ აქნევენ თავებს იქნებ დასუმბუქდნენ, ეს კალათბურთელესაც და ტელე წამყვანებებსაც ეხებათ, რააა რჯული შეიცვალეთ თქვე ურჯულოებო.
დათო
06 მარტი 2017 16:19
0
რაა საყურებელი...
kako
23 თებერვალი 2017 15:57
0
რამდენი ხანი ყველა ახლობელს ვინც კი ფეხბურთთანაა დაკავშირებული,ვთხოვ.მიაქცონ ყურადღება უფულო ბავშვების გუნდში ჩარიცხვას.ისინი გულით თამაშობენ,რაც მომავალში საუკეთესო ფეხბურთელების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ფულით მიყვანილს დაცემის და თითის გადატყავების ეშინია,უფულოები კი მთელი სულით ბურთთან არიან,ისინი კარგი მწვრთნელის ხელში, კარგი ფეხბურთელები დადგებიან!
ფხიიიფხიიიი
04 თებერვალი 2017 14:48
0
მდააა, საქართველოს ნაკრების თამაშის ყურება გინდა ეგრეთწოდებული ძირითადის მოთამაშეებით იყოს დაკომპლექტებული დიდი ვაჟკაცობაა.ასევე დიდი მოთმინების უნარი უნდა გქონდეს.უსაშინლესი დონეა. პატარა ასაკის გუნდებს რომ ვუყურებ იმედგაცრუება მეუფლება.სად არიან ფინტების , მატაობის მოყვარული ფეხბურთელები?!!! ეს ვითომ მწვრთნელები ხომ უნიჭობის ზეიმია. ზონები ამოკეტე, რაღაც უაზრო ტერმინები და ბავშვებმაც მატაობა დაივიწყეს. იმიტომაც არის რომ აღარ არინ ჯამარაულები, ქინქლაძეები, არველაძეები, ანჩაბაძეები,დემეტრაძეები და ასე შემდეგ. მერე ეს არაპროფესიონალიზმის სიყვარული და...რომელ რეპორტაჟზე საუბრობთ და რაზე გწყდებათ გული?! იმაზე რომ ვერ უყურეთ მორიგ ბურთის წვალებას და უნიათობას?!არ მოგბეზრდათ?!
MARADONA
04 თებერვალი 2017 13:58
0
ერთმანეთს თუ სიმართლეს არ ვეტყვით არავინ არ გამოგვასწორინებს ჩვენ შეცდომებს, რაც არ უნდა მწარე არ იყვეს დროულად ნათქვამი,უდროო ან ნაგვიანებით თქმულს უთქმელობის,შემდგომი უმოქმედობის ფასი აქვს-არ ღირს არაფერი., მაგრამ მარტო თქმა არაფერია,თქმულის გაგონება შედეგის მომცემი,მთავარი ,შემდგომი ურთიერთ შეჯერებული აზრის გამოტანით და რაც ყველაზე უმთავრესია ამ სიტყვების კორიანტელიდან-ამ ერთობლივი აზრის სამოქმედო შესრულებითб საქმით წინსვალაა გადაუდებლადს,სასიცოცხლოდ საჭირო,ერთობლივად,ეროვნულად,Yველასი თავ თავიანთი გადმოსახედიდან დ ერთდ ხედვის სიმაღლიდანც,სამამულოდ გარჯით,მაქსიმალურად შეძლებისდამაგვარად ყველასი ცალკ ცალკე და ჯამში ქმედებით.
M.Z
27 იანვარი 2017 14:05
0
გპასუხობთ: არც შუქის ჩაქრობას ვითხოვ და არც ფეხბურთის აკრძალვას. ესეთი დაბალი დონის თამაშები სადაც ფაქტიურად მეორე კი არა მესამე ნაკრებია, არ არის სავალდებულო რომ გადმოიცეს. ეს არის ჩემი აზრი. ამისთვის არ უნდა ატეხო აურზაური. აურზაური უნდა ატეხო სხვა ნამდვილი პრობლემების გამო.
დეპუტეტაებს ყველგან მართლა აქვთ უფრო მეტი დრო, ვიდრე მაგალითად მძღოლს ან მუშას. ჩემი აზრით საქართველოში დეპუტატები ვერ ან არ მუშაობენ. წინა პარლამენტებში ხალხს ვერ კრიბავდნენ, არ მონაწილეობენ ყოველდღიურ კანონშემოქმედებაში. ეს არის სამწუხარო "ტრადიცია". ასე რომ უაზრო მე კი არ გადმოვაფრქვიე, თქვენ მპასუხობთ უაზრო არგუმენტებით, რაც ძალიან გავს ახალგაზრდა იურისტების შეფის ან ადვიკატთა ასოციაციის შეფის (აი ცოტა მატორზე რომ ვერაა) იმათ არგუმენტებს. კეთილი ინებეთ და შეხედეთ იმ რეალობას თვალებში რაც გვაქვს. ეტყობა თქვენც ეგეთივე გაყოყოჩებული არასამთავრობო ხართ. ჩემი აზრი რაც ჩამოვწერე ემსახურება იმას რომ: ეს თამაშები იყო აუცილებელი, თუნდაც იმიტომ რომ ზოგიერთი თქვენნაირი ითხოვდა ნაკრების ადგილობრივებით დაკომპლექტებას. ორი ფეხბურთელი არ უთქვია რომ ძველიო. ჰოდა თუ მართლა მოძებნა თუნდაც 2 ახალი, მე ეს დიდ წარმატებად მიმაჩნია. ქომაგი თუ ხარ ქომაგი უნდა იყო, ხვალის იმედით. ოღონდ უნდა იცოდე რომ ქართული ფეხბურთი ძალიან დაბლა არის დაცემული და იმ ჯურღმულიდან ამოსვლას მოთმინება და წლები ჭირდება.
kai raaa
27 იანვარი 2017 13:00
0
სახეზეა ორი კობი. 1-კობი ანუ საუკეთესო ფეხბურთელი და ადამიანი. 2-კობი ანუ უნიათო პრეზიდენტი და პარლამენტარი.
თანაც ასიანი ვარ
27 იანვარი 2017 11:56
0
ვაისიც ნაცარს გვაყრის ტვალსჰი ფედერაციის სჰეფებივიტ.ლობჯა და დვალისჰვილი მანამდეც ხო ყავდა გამოზახებული.
bajo
27 იანვარი 2017 11:33
0
buxrika-ს ნორმალური გუნდი?! იორდანიამ მოგიგო და შენ რა გუნდი ხარ ნორმალურ გუნდთან რომ გინდა თამაში
svan
27 იანვარი 2017 11:09
0
2 კაცს გამოვიძახებო? დვალიშვილს და უჩა ლობჟანიძეს ალბათ :) და მაგათ ისედაც იძახებდა მაშინ ვისთვის ჩაატარა ეს შეკრება და 2 ამხანაგური მატჩი? :დ სასაცილოა და სხვა რამეზე არის ეს სტატიაიმაზე რო მეორე მესამე თუ 23ე შემადგენლობაა ეროვნული ნაკრებია და მისი თამაშის ჩვენება აუცილებელია ვისაც არ გაინტერესებთ ნუ უყურებთ ადექით და ისეთი ოდიოზური მოთხოვნები დაიწყეთ ფეხბურთის აკრძალვა ან ღამით შუქების ჩაქრობაა :/ საერთოდ დაკარგეს ამ ხალხმა ლოგიკური აზროვნების უნარი და პოლიტიკური შეხედულებების გამო ყველაფერზე წავლენ და ყველაფერს გააპრავებენ...
sadio mane
27 იანვარი 2017 10:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული