ერთა ლიგა - ევრო 2020-ზე მოხვედრის ყველაზე იოლი გზა საქართველოს ნაკრებისთვის

AutoSharing Option
ამ სიახლეზე ევროპული ფეხბურთის მამები ბოლო წლებში (2014 წლიდან) ინტენსიურად საუბრობდნენ და უეფას დეკემბრის აღმასკომმაც შვეიცარიის ქალაქ ნიონში ბეჭედი დაუსვა ნაკრებებს შორის ახალ ტურნირს - უეფას ერთა ლიგას.

ერთა ლიგა სტარტს გაისად, 2018 წლის სექტემბერში აიღებს, ხოლო ფინალური ეტაპი 2019 წლის 5-9 ივნისს გაიმართება.

მაშ, როგორი ტურნირი იქნება ერთა ლიგა და რა როლი ექნება ამ ტურნირში საქართველოს ნაკრებს?

უეფას წევრი 55 ქვეყანა სექტემბრისთვის ოთხ სხვადასხვა დივიზიონში გადანაწილდება (უეფას რეიტინგით). ლიგებს ალბათ, A, B, C და D დაერქმევა. თითოეულ ლიგაში 4
ჯგუფი იქნება (3 ან 4 ნაკრებით). ფინალური ეტაპის 4 საუკეთესო გუნდი ევრო 2020-ის საგზურს მიიღებს, ლიგებს შორის იქნება ნაკრებთა მონაცვლეობა.

ამ ტურნირმა უნდა ჩაანაცვლოს ამხანაგური მატჩები. ასე რომ, მალე საქართველოს ნაკრებისთვის სპარინგ-პარტნიორების გამოძებნა პრობლემა აღარ იქნება.

რომელი რეიტინგით გადანაწილდება გუნდები ერთა ლიგაში?

უეფა იხელმძღვანელებს უეფას ქვეყნების რეიტინგით 2017 წლის 15 ნოემბრისთვის (იმ დროისთვის, როცა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპაში დასრულდება).

A დივიზიონში ითამაშებს საუკეთესო რეიტინგიანი 12 ნაკრები. უმაღლეს ლიგაში იქნება 4 სამგუნდიანი ჯგუფი. დღეს რომ ნაწილდებოდეს გუნდები, A დივიზიონში მოხვდებოდნენ: გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, შვეიცარია, ესპანეთი, ინგლისი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ირლანდია და უკრაინა.

B დივიზიონშიც 12 ნაკრები ითამაშებს, აქაც 4 სამგუნდიანი ჯგუფი იქნება. დღეს რომ ნაწილდებოდეს გუნდები, B დივიზიონში მოხვდებოდნენ: ჰოლანდია, რუსეთი, ისლანდია, უნგრეთი, უელსი, ბოსნია & ჰერცეგოვინა, შვედეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, ისრაელი და სლოვენია.

C დივიზიონში 15 ნაკრები ითამაშებს. იქ 4 ჯგუფი იქნება - სამი 4-გუნდიანი და ერთიც სამგუნდიანი. ახლანდელი რეიტინგით დივიზიონში ხვდებიან: ჩრ. ირლანდია, რუმინეთი, ჩეხეთი, თურქეთი, ალბანეთი, დანია, ჩერნოგორია, სერბეთი, ბულგარეთი, შოტლანდია, ნორვეგია, ლიტვა, აზერბაიჯანი, კვიპროსი და ფინეთი.

D დივიზიონი - ეს დივიზიონი ჩვენთვის იმითაც არის გამორჩეული, რომ სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები აქ ითამაშებს, თუ წლეულს და გაისად მკვეთრად არ გააუმჯობესებს ასპარეზობას. დივიზიონში 16 გუნდი იქნება - 4 4-გუნდიანი.

მაშ ასე, დივიზიონში ითამაშებენ: ესტონეთი, ბელორუსი, საქართველო, სომხეთი, ლატვია, ფარერები, ყაზახეთი, მოლდოვა, ლუქსემბურგი, მაკედონია, კოსოვო, ლიხტენშტაინი, მალტა, ანდორა, სან მარინო და გიბრალტარი.

კენჭისყრის პროცედურა მოგვიანებით დამტკიცდება. როგორც გითხარით, დივიზიონებს შორის იქნება გავარდნა-აღზევების წესი.

როგორია საქართველოსთვის ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების ყველაზე მარტივი გზა?

D დივიზიონის გამარჯვებული (რომელიც 2019 წლის მარტის ოთხთა ტურნირში გამოვლინდება) ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. ანუ საქართველოს ნაკრებმა უნდა მოიგოს ჯერ ჯგუფი დივიზიონში, შემდეგ კი ოთხი ჯგუფის გამარჯვებული 4 ნაკრებისგან შექმნილი ოთხთა ტურნირი. თუკი სავარაუდო მეტოქეებს შევხედავთ, ეს არ უნდა იყოს მიუღწეველი ოცნება. თუ არადა, ჯგუფის მოგება დივიზიონით დაწინაურებას ნიშნავს.

სხვათა შორის, ამ დივიზიონის სავარაუდო მონაწილეებიდან მხოლოდ ლატვიას (ისიც ერთხელ 2004-ში) ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის გამოცდილება.

უეფას ერთა ლიგის სავარაუდო სტრუქტურა

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 21 /
ფინანსები უნდა აქაც, თუმცა საინტერესოა. მაგრამ როდის უნდა ჩატარდეს ხოლმე თამაშები? ეს მოკლე ტურნირი არ იქნება და ამხანაგურებს სულ წელიწადში ორჯერ თუ სამჯერ მართავენ გუნდები ამის ხარჯზე უნდა ჩატარდეს ეს ტურნირი მარტო?
giorgi
19:50 27-01-2017
0
რატო არ ვარგა რა?! ესეთი სისტემით მარტო ჩვენი დონის გუნდებს შევხვდებით.საქმე იმაშია რო აი იქ უკვე თავის შერცხვენისთვის ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩებში და გააპროტესტოს!! მე პირადად არგუმენტად არ მივიღებ "თამაში ყველამ ისწავლა"-ს!!! თქვენც ისწავლეთ აწი!!! იმედია ამ ჯუჯებთანაც არ შევრცხვებით!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული