ლეგიონი: გიორგი მერებაშვილმა "ვისლას" ულამაზესი გოლით მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 თებერვალს, პოლონეთის ექსტრაკლასას 23-ე ტურის მატჩები გაიმართა. გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლამ" საკუთარ მოედანზე "ზაგლებიე" მიიღო და ანგარიშით 2:1 სძლია.

აღსანიშნავია, რომ "ვისლამ" სტუმრები სწორედ მერებაშვილის დამსახურებით დაამარცხა. ქართველი შემტევი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა, გოლი კი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა, მატჩის 86-ე წუთზე გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.

გოლის გარდა, მერებაშვილმა საგოლე გადაცემაც მიითვალა.

23 ტურის შემდეგ "ვისლა" 28 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. რაც შეეხება მერებაშვილს, მისთვის ეს გოლი ამ სეზონში მეექვსე იყო.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ლევან! შენი გოლები გამახსენდა,შენც ეგრე არ გაქონდა....დრონი დრონი
კახა ქირია
23:48 25-02-2017
0
DVALISHVILI GADAVIDES RSGBSHI DA AMASAREZAXIT NAKREBSHI,LIPARTIAS,GOGUAS DA LOBJANIZES DA DVALISHVILS EZAXIT ME MAGALITAD ES NAKTREBIS SHEURACYOPA MGONIA
euhhh
00:07 26-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული