უგონო ტორესი და გმირი ვრსალკო - ესპანელი ფორვარდი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურის მატჩში "დეპორტივოს" (1:1) წინააღმდეგ თავის ტრავმა მიიღო.

32 წლის ფორვარდმა "დეპორტივოს" ნახევარმცველ ალექს ბერგანიოსთან შეტაკების შემდეგ გონება დაკარგა. კლუბის ექიმები ტორესს დახმარებას რამდენიმე წუთის განმავლობაში უწევდნენ, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანამდე კი ის ენის გადაყლაპვისგან თანაგუნდელმა შიმე ვრსალკომ იხსნა.

როგორც ექიმმა განაცხადა, ტორესი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და სანერვიულო არაფერია. მოგვიანებით, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" პოსტი თავად ესპანელმაც გამოაქვეყანა.

"მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის. დიდი იმედი მაქვს, მოედანს მალე დავუბრუნდები", - დაწერა
ტორესმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფერნარდო ტორესი ის ფეხბურთელია,რომელიც წლების განმავლობაში გვანიჭებდა დიდ სიამოვნებას თავისი თამაშით.ასე რომ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,
პ.ს.ახლა მახსენდება საქართველოსთან დაკავშირებით რაღაცა ამბავი მოხდა,რაღაცა წერილი გადასცეს.ზუსტად არ მახსოვს რა,მაგრამ იქაც კარგ ადამიანად წარმოაჩინა თავი.ვიღაცას ალბათ ეხსომება და დაამატებს დეტალებს,მე კი მადლობელი დაგრჩებით.
სოსო
00:12 04-03-2017
0
გისურვებ ფერნადო გამოჯამრტელობას და კოველივე კარგს. ნეჰ მარტლანამდვილი ვაჰკაცი ხარ, გაიხარე დზმაო.
vaxo
23:02 03-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული