ისევ ქვევით - საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

AutoSharing Option
9 მარტს ფიფას ახალი სანაკრებო რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრები ერთი პოზიციით დაქვეითდა.

საქართველოს ნაკრები ამჟამად 261 ქულით 126-ე ადგილზე იმყოფება. აქვე გეტყვით, რომ "ჯვაროსნებს" გასულ თვეში მატჩი არ ჩაუტარებია.

ლიდერთა ათეული კი უცვლელი დარჩა. არგენტინა პირველ ადგილზეა, შემდეგ - ბრაზილია, მესამე კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანიაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 24 მარტს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში სერბეთს უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ყირგიზეთს ვუსცრებდით და ეხლა ისიც გვისწრებს თურმე :D
ბაჩო გ
21:55 09-03-2017
0
ზატო ტაჯიკეთს კარგად ვუსწრებთ :D
bacho
21:56 09-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული