ვლადიმირ ვაისმა სერბეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 20 მარტიდან წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის მზადებას დაიწყებს. 24 მარტს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას სერბეთის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავს. 28 მარტს კი, ჩვენი გუნდი ამხანაგურ მატჩში ლატვიას ასევე თბილისში უმასპინძლებს.

უახლოესი ორი შეხვედრისთვის ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში 24 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის მყოფი თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი სერბეთთან ოფიციალურ მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებენ.

საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: გიორგი ლორია - კრილია სოვეტოვი (რუსეთი), გიორგი მაკარიძე - მორეირენშე (პორტუგალია), როინ კვასხვაძე - ტორპედო (ქუთაისი);

მცველები:
ოთარ კაკაბაძე - ესბიერგი (დანია), სოლომონ კვირკველია - ლოკომოტივი, მოსკოვი (რუსეთი), გურამ კაშია - ვიტესი (ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა - ჩერნომორეცი (უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი - ნეფთჩი (აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე - ურალი (რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი - ლოკომოტივი (თბილისი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა - რეიმსი (საფრანგეთი), ვაკო გვილია - ბატე (ბელარუსი), ნიკა კვეკვესკირი - გაბალა (აზერბაიჯანი), ბუბა დაუშვილი - დიოშდიორი (უნგრეთი), ჯანო ანანიძე - სპარტაკი, მოსკოვი (რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი - დინამო (თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი - ლეგია (პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური - ვარდარი (მაკედონია), სანდრო კობახიძე - გიოზთეფე (თურქეთი), გიორგი არაბიძე - შახტარი (უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი - კრასნოდარი (რუსეთი);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე - ემპოლი (იტალია), ნიკა კაჭარავა - ეთნიკოსი (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია - რაპიდი (ავსტრია).

საქართველო-სერბეთის მატჩი, 24 მარტს, 21 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ბატეს დღესააქ თამაში თასზე და ვნახოთ თუ ითამაშებს გვილია, თუ არადა არ ვიცი შუა ხაზს როგოლ დაალაგებს ვაისი
ლევანი
14:32 11-03-2017
0
წაქაძე აუცილებლად უნდა გამოეძახებინა ჯერ ერთი ჩემი ახლობელია და მეორე სათამაშო პრაქტიკაც აქვს ყოველ საღამოს თამაშობს ეზოში
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული