სლავოლიუბ მუსლინი: საქართველო შეტევაში უკეთესია, ვიდრე დაცვაში

AutoSharing Option
სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში თბილისს ესტუმრება.

- ვლადიმირ ვაისმა სერბეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

სერბთა ნაკრების პირველკაცმა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.

"მეტოქე უცნაური გუნდია, ბევრი თავისებურებით... თუ თამაშის ხარისხს გავითვალისწინებთ, ის უკეთეს პოზიციაზე უნდა იყოს ჯგუფში, ვიდრე ახლა არის. ისინი უკეთესად უტევენ, ვიდრე თავს იცავენ. ჰყავთ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები, მაგრამ აქვთ პრობლემები გუნდურობასთან დაკავშირებით.

ვიცი, რომ ჩემი ფეხბურთელების ნაწილს სათამაშო პრაქტიკა აკლია, მაგრამ მე მათი მჯერა და
შიშის გრძნობა არ მაქვს", - თქვა მუსლინმა, რომელმაც ეს შემადგენლობა შეარჩია:

მეკარეები: ვლადიმირ სტოიკოვიჩი (ნოტინგემი, ინგლისი), პრედრაგ რაიკოვიჩი (მაკაბი თ-ა, ისრაელი), ალეკსანდრ იოვანოვიჩი (ორჰუსი, დანია);
მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი (ზენიტი, რუსეთი), იაგოშ ვუკოვიჩი (ქონიასფორი, თურქეთი), სტეპან მიტროვიჩი (გენტი, ბელგია), ნიკოლა მაკსიმოვიჩი (ნაპოლი, იტალია), ალეკსანდრ კოლაროვი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ანტონიო რუკავინა (ვილიარეალი, ესპანეთი), უროშ სპაჰიჩი (ანდერლეხტი, ბელგია);
ნახევარმცველები: მილან ობრადოვიჩი (ანდერლეხტი, ბელგია), დუშან ტადიჩი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ნემანია მატიჩი (ჩელსი, ინგლისი), ლუკა მილოვოევიჩი (კრისტალ პალასი, ინგლისი), ლუბომირ ფეიზა (ბენფიკა, პორტუგალია), ნემანია რადოია (სელტა, ესპანეთი), ზორან ტოშიჩი (ცსკა, რუსეთი), ფილიპ კოსტიჩი (ჰამბურგი, გერმანია);
თავდამსხმელები: ლაზარ მარკოვიჩი (ჰალი, ინგლისი), ალეკსანდრ მიტროვიჩი (ნიუკასლი, ინგლისი), ანდრია პავლოვიჩი (კოპენჰაგენი, დანია), უროშ ჯორჯევიჩი (პარტიზანი), მიატ გაჩინოვიჩი (აინტრახტი, გერმანია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალისმიერი ფეხბურთი აქვთ უმრავლესობა ინგლისში თამაშობ,მაგრამ ბრიტანული თავდადება ნაკლებადააქვთ ,არ უნდა "შევდრკეთ და გავტეხთ@,რაგბიში რომ ვთამაშობთ "ქართულად" ისე უნდა ვითამაშოთ- გულიანად-უშიშრად,სხვაფრივ დაგვჯაბნიან,კლასით და შეკრულობით გუნდურად,დღეს ჩვენზე უკეთ თამაშობენ.
I Am Georgian
21:34 13-03-2017
0
ეს მუსლინი დიდდ მლიქვნელი,კარიერისტია.ქართველი ბიჭები,რუსულ გუნდებში რომ მწვრთნელობდა არ "გაახარა"არ ათამაშებდა ქართველებს,რევიშვილიდან დაწყებული.... ფორმას აკარგვინებდა ბიჭებს.რუბინში რომაა ეხლა მწვრთნელად უვარგისი ესფანელი მწვრთნელი,კვირკველია რომ "ამოიჩემა",იმგვარი გოთვერანია ეს რუსების მლიქვნელი "სლავო ლიუბიც"უნდა მოვუგოთ სერბეთს,და ვაჩვენოთ ამ "მიუსლის" არაკაცობა ქართველთა მიმართ უკან დაუბრუნდება ყველას, ქართველთა "არაკეთილისმსურველს" ,მათივე ქცევისამებრ სხვისდამი.
I Am Georgian
21:26 13-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული