საქართველო-სერბეთის მატჩის ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის, საქართველო-სერბეთი, ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში 13 მარტიდან დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე tkt.ge/geovsrb შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

ბილეთის მხოლოდ ონლაინ რეჟიმში შეძენის შემთხვევაში, გულშემატკივრებს საჩუქრად საქართველო-ლატვიის ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთები გადაეცემათ. მატჩის ბილეთი გულშემატკივრებს 25 მარტს გაეგზავნებათ. შეხვედრა 28 მარტს, ასევე "დინამო არენაზე" გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.

"დინამო არენას" სალაროებში საქართველო-სერბეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა, მოგვიანებით, 17 მარტიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სერბეთის
დაპირისპირება 24 მარტს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაკრები კი არა ურა ბანდა არის......ფეხებს უფრტხილდებიან და სამსჰობლო მხოლოდ ფულიტ ესმიტ
anzora
21:47 15-03-2017
0
უფასოდ რო მომცენ ცამსვლელი არვარ.მეყოფა დაცინვადა სჰეურაცყოფა,არ მინდა სტადიონზე ვიჯდე და ფეხბურტელებს რო აგინებენ ამას უსმინო და ამდენი გამცარებულ ხალს უყურო,
bajo
22:17 14-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული