იძულებითი ცვლილება ნაკრებში: ვაისმა ლობჟანიძე და დვალიშვილი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა.

თბილისში საწვრთნელ შეკრებაზე გამოძახებული თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე ნაკრებს ტრავმის გამო გამოაკლდნენ.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი დისკვალიფიკაციის გამო სერბეთთან მატჩს ტოვებდა და მხოლოდ ლატვიასთან განაცხადში იყო.

- თორნიკე ოქრიაშვილს ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული და ეტლით გადაადგილდება

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ტრავმირებული ფეხბურთელების ნაცვლად შეკრებაზე ორი ფეხბურთელი გამოიძახა.

ვაისის გადაწყვეტილებით, 20 მარტიდან
დაგეგმილ ეროვნული გუნდის შეკრებას ყაზახეთის "ატირაუს" წევრები: უჩა ლობჟანიძე და ვლადიმერ დვალიშვილი შეუერთდებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა სერბეთთან და ლატვიასთან მატჩში:

მეკარეები: გიორგი ლორია - კრილია სოვეტოვი (რუსეთი), გიორგი მაკარიძე - მორეირენსე (პორტუგალია), როინ კვასხვაძე - ტორპედო (ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე - ესბიერგი (დანია), სოლომონ კვირკველია - ლოკომოტივი, მოსკოვი (რუსეთი), გურამ კაშია - ვიტესი (ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა - ჩერნომორეცი (უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი - ნეფთჩი (აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე - ურალი (რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი - ლოკომოტივი (თბილისი), უჩა ლობჟანიძე - ატირაუ (ყაზახეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა - რეიმსი (საფრანგეთი), ვაკო გვილია - ბატე (ბელორუსი), ნიკა კვეკვესკირი - გაბალა (აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი - დიოშგიორი (უნგრეთი), ჯანო ანანიძე - სპარტაკი, მოსკოვი (რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი - დინამო (თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი - ლეგია (პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური - ვარდარი (მაკედონია), სანდრო კობახიძე - გიოზთეფე (თურქეთი), გიორგი არაბიძე - შახტარი (უკრაინა)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი - ატირაუ (ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა - ეთნიკოსი (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია - რაპიდი (ავსტრია)

მატჩების განრიგი:
საქართველო-სერბეთი, 24 მარტი, 21:00 საათი, "დინამო არენა"
საქართველო-ლატვია, 28 მარტი, 18:00 საათი, "დინამო არენა".

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 52 /
ლადო იტანს ბურტს, 1 0 იგებს გეორგია)))
jimi
15 მარტი 2017 20:52
0
დვალიშვილს და ლობჟანიძეს ვინ ყავს ასეთი პატრონი გაუგებარია.რა ნახეთ ხალხო დვალიშვილის გაკეთებული მინდორზე?დარბის დაკოდილი ცხენი ით.თავით ვერ ურტყამს,ფეხით ვერ ურტყამს,კაცს ვერ ატყუებს,ჯარიმას ვერ არტყამს და რაღა დატჩა?
გოგა
15 მარტი 2017 20:34
0
უჩა დუბლის ავტორი გახდებაააააააააა......წინათგრძნობა მაქვს მეც და ვაისსაც,დვალიშვილი კიდევ დზაან გამოცდილია,სერბეთთან თუ არა ლატვიასთან ნამდვილად გამოგვადგება ვეტერანი მგელი
patrioti
15 მარტი 2017 20:21
0
მე რამდენჯერაც მიყურებია მერებას თამაშს,ყოველთვის ცდილობდა შეტევაში წასვლას და ხშირად გამოდიოდა,სწრაფი ტექნიკური ფეხბურთელია და ყველაფერს რო თავი დავანებოთ დღეისთვის ერთ-ერთ საუკეტესო ფორმაშია ქართველი ფეხბურთელებიდან
უშანგის
15 მარტი 2017 20:04
0
უჩა ლობჟანიძის ტრანსპორტის, კვების და ეკიპირების ფული ჯობია ზეროზე წითელზე დადოთ აჭარაში. უფრო გონივრული გადაწყვეტილება იქნება
goga
15 მარტი 2017 19:57
0
დვალიშვილის დაბრუნება ძალიან მიხარია.ეს კაცი დაამტკიცებს კრიტიკოსების წინაშე 14 ში.
qomagi
15 მარტი 2017 19:56
0
მერებაშვილი ოდესმე თამაშობდა ფეხბურთს?
მე არ შემიმჩნევია მის ფაფხურში რაიმე მსგავსი...
უშანგი
15 მარტი 2017 19:35
0
ესენი რაღაცას ჯადოქრობენ და შავ მაგიასთან აქვთ საქმე თორემ, ასე ყოველთვის ნაკრებში იძახებდნენ დაუმსახურებლად მე მსგავსი არაფერი მინახავს..
mameluk
15 მარტი 2017 19:22
0
merebashvilze kitxet erti vaas vinmem tu icis saertob fegburts rom tamashibs..
1234
15 მარტი 2017 18:52
0
უჩა :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
goga
15 მარტი 2017 18:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული