ვლადიმირ ვაისი: ეს ჯანო ანანიძის საუკეთესო პოზიცია არაა... მე მას სხვაგან ვხედავ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურის მატჩს დაესწრო, სადაც ერთმანეთს საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივი" და ჯანო ანანიძის "სპარტაკი" დაუპირისპირდნენ.

- მინდა, გიორგი ჯიქიამ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს - ვლადიმირ ვაისი რუსეთშია

მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი, როგორც ჩანს, რუსული მედიისთვის საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. თამაშამდე ვაისი ერთ-ერთ ტელევიზიაში მიიწვიეს, სადაც გიორგი ჯიქიაზეც ისაუბრა, მატჩის შემდეგ კი ნაკრების მწვრთნელი რადიო "სპორტ ფმ"-ის სტუმარი იყო.

"მოსკოვში სპეციალურად ჯანო ანანიძისა და საბა კვირკველიას თამაშის სანახავად ჩამოვედი.
მიხარია, რომ ჯანომ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

ანანიძემ "სპარტაკში" ფორვარდის უკან ითამაშა. ჩემი აზრით, ეს მისი საუკეთესო პოზიცია არაა. მე მას სხვაგან - ფლანგზე ან ნახევარდაცვის სიღრმეში ვხედავ.

მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელ იური სიომინს იმისთვის, რომ "რუბინიდან" კვირკველია წამოიყვანა და მას შანსი მისცა", - თქვა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ნახევარი ავადაა მაგ სასტავიდან)))
შოთა-ს
10:54 21-03-2017
0
შოთა-ს. ოქრიაშვილიო!!! გუშინ ოპერაცია გაიკეთა და 24-ისთვის უკვე მზად იქნება? რა ოქრიაშვილი თუ ძმა ხარ. მომავალი შესარჩევის სასტავი გაჩითე!!! მაშინ ბოდიში.
kaki
10:36 21-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული