"სერბეთთან მატჩისთვის ორი სქემა დავამუშავეთ, სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ!"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 23 მარტს, სერბეთთან თამაშამდე ერთი დღით ადრე სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის 24 მარტს, "დინამო არენაზე", 21 საათზე დაიწყება.

"მოგესალმებით. მიუხედავად იმისა, რომ უელსსა და ირლანდიაში კარგად ვითამაშეთ, ვერ მოვიგეთ. ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი გველის და გვინდა, ჯგუფში პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ.

ფეხბურთელები კარგ განწყობაზე არიან. ვარჯიშზე ორი სქემა დავამუშავეთ და მოგვიანებით გადავწყვეტ, თუ რომელს შევარჩევ ხვალისთვის.

თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი და ლევან მჭედლიძე
გვაკლია, მაგრამ ხვალ მოსაგებად ვითამაშებთ. დანაკლისის ფონზე ცვლილებები აუცილებელი იყო, ამიტომ გამოვიძახე ლადო დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე. გამოვიძახე ახალგაზრდა ჯიმი ტაბიძე, გიორგი რეხვიაშვილი, რომლებმაც იანვარში შეკრებაზე თავი კარგად წარმოაჩინეს...

თავისთავად, გეგმა "ბ" შემუშავებული გვაქვს. გუნდში არის გიორგი არაბიძეც, რომელიც ნიჭიერი ფეხბურთელია. 100%-ით გეუბნებით, რომ ის სერბეთთან თუ არა, ლატვიასთან ითამაშებს.

გვინდა, ხვალ გააზრებული ფეხბურთი ვითამაშოთ და გულშემატკივარს სიამოვნება მივანიჭოთ. მოედანზე ის 11 ფეხბურთელი გამოვა, რომელიც მოსაგებად თამაშისთვის მზად იქნება", - თქვა ვაისმა.

- ვლადიმირ ვაისი გიორგი მერებაშვილზე: ექსპერიმენტების დრო არ მაქვს
მკითხველის კომენტარები / 33 /
არაბიძე და ტაბიძე მომავლის ფეხბურთელები არიან. დღეს კლუბში ვერ ქაჩავენ და სერბეთთან რა უნდა ქნან? თუმცა სხვებიც არ უქია გამჩენს.
haha
23 მარტი 2017 19:08
0
გადავიკითხე კომენტარები და რა გვჭირს ხალხო მესმის კანკავა ოქრი ყაზაიშვილი ჯანო მოისაკლისო და მჭდლო ბაზარი არაა. მაგრამ რასი ჭანტურია ღადაობთ ტიპი მოედანზე ძველბიჭობს რა მაყურებელი და შემფასებელიც ყავს ნაკრებს ისაა ნაკრებიც.გავღიზიანდი რამხელა მოთხოვნა აქვს ტიპს?! ხო გამოიძახე ვაისს მაგარი გაჭიმვა და კაჩობა იცის ქართველ ჯამაათს გვევასება ტოოო>>პ.ს არანაერი პირადი შეხება და ზიზღი არ მაქვს!!! უბრალოდ სიმართლე სიმართლეა რაა
zuriko
23 მარტი 2017 19:05
0
გეგბა ბ კიარა გეგმა ა გააცანი ჯერ კარგად :) :) :) არ დაიბნენ ა დან ბ-ზე გადასვლაში.
g.g
23 მარტი 2017 18:33
0
ეს მერაბიშვილი რა გახდა დაუძახოს, რა სიტუაციას გააფუჭებს ასეთს, ველით არაბიძის თამაშს და ოქრის არ ყოფნაში ჯაბას და ჯანოს ლიდერობას
opizar
23 მარტი 2017 18:32
0
GIORGI MGL - ჭანტურია კაი ხანია ტრამვა აქვს! რამდენიმე თვეში დაიწყებს ვარჯიშს
ჯამლეტი
23 მარტი 2017 18:13
0
გიორგი დაგენაცვლე ტრავმა აქვს ჯვარედინი მყესები ჰქონდა გაწყვეტილი
დათო
23 მარტი 2017 18:07
0
Чантуриасац травма аквс
Таро
23 მარტი 2017 18:02
0
ჭანტურიასაც ტრავმა აქვს 6 თვიანი (3 თვეა ჯერ გასული). ვერ ხედავ კლუბშიც რო არ ჩანს?
Irakli apkhaidze
23 მარტი 2017 18:01
0
ჭანტურიასაც ტრამვა აქვს , კლუბში მიიღო ტრამვა ახალწლამდე და ოპერაცია გაიკეთა ფეხზე.
დიმა
23 მარტი 2017 17:58
0
ჭანტურიასაც ტრამვა აქვს და მაგიტომ არ გამოუძხებიათ ნაკრებში
123
23 მარტი 2017 17:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული