"სერბეთთან მატჩისთვის ორი სქემა დავამუშავეთ, სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ!"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 23 მარტს, სერბეთთან თამაშამდე ერთი დღით ადრე სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის 24 მარტს, "დინამო არენაზე", 21 საათზე დაიწყება.

"მოგესალმებით. მიუხედავად იმისა, რომ უელსსა და ირლანდიაში კარგად ვითამაშეთ, ვერ მოვიგეთ. ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი გველის და გვინდა, ჯგუფში პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ.

ფეხბურთელები კარგ განწყობაზე არიან. ვარჯიშზე ორი სქემა დავამუშავეთ და მოგვიანებით გადავწყვეტ, თუ რომელს შევარჩევ ხვალისთვის.

თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი და ლევან მჭედლიძე
გვაკლია, მაგრამ ხვალ მოსაგებად ვითამაშებთ. დანაკლისის ფონზე ცვლილებები აუცილებელი იყო, ამიტომ გამოვიძახე ლადო დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე. გამოვიძახე ახალგაზრდა ჯიმი ტაბიძე, გიორგი რეხვიაშვილი, რომლებმაც იანვარში შეკრებაზე თავი კარგად წარმოაჩინეს...

თავისთავად, გეგმა "ბ" შემუშავებული გვაქვს. გუნდში არის გიორგი არაბიძეც, რომელიც ნიჭიერი ფეხბურთელია. 100%-ით გეუბნებით, რომ ის სერბეთთან თუ არა, ლატვიასთან ითამაშებს.

გვინდა, ხვალ გააზრებული ფეხბურთი ვითამაშოთ და გულშემატკივარს სიამოვნება მივანიჭოთ. მოედანზე ის 11 ფეხბურთელი გამოვა, რომელიც მოსაგებად თამაშისთვის მზად იქნება", - თქვა ვაისმა.

- ვლადიმირ ვაისი გიორგი მერებაშვილზე: ექსპერიმენტების დრო არ მაქვს
მკითხველის კომენტარები / 33 /
ამათ ჯინზე იბრზოლეთ და მოიგეთ ბიჭებო საკარტველოს გაუმარჯოს
vako
24 მარტი 2017 12:00
0
მეს ის მაინტერესებს არაბიძე თუ გაქაჩავს, ისე მოიგებენ თუ არა მე მაინც ყოველთვის მექნება ქართული ფეხბურთის და ფეხბურტელების იმედი. დღეს არ იქნება იქნება ხვალ)))))))))
gizo
24 მარტი 2017 11:01
0
გოგის ჭანტურია ჯერ ღმერთს არ უქნია როგორც კარგი ფეხბურთელი მეორეც დამიკონკრეტე რა აქვს გაკეთებული ქართულ ფეხბურთში? და მესამე და მთავარი მოედანს უფრო ძლიერი დაუბრუნდება რა რონალდოა ვუნდერკინდი ხო?:D:D:
zuriko
24 მარტი 2017 10:44
0
ეეჰ ცოდვაა ეს კაცი, რა მაგარი მწვრთნელია და შედეგი არა აქვს და აცრ ექნება ამ ნაკრებში სამწუხაროდ რადან დაბალი დონის შემსრულებლები ყავს...
eeh
24 მარტი 2017 10:14
0
მოგება კიარა ნიახური.სტადიონი გაავსეტ და მილიონები ჰაუდეტ ჯიბესჰი მაფიოზებს.
bajo
24 მარტი 2017 10:07
0
GIORGI MGL-ს. შე დალოცვილო, ის თუ არ იცი რა მიზეზით არ არის ჭანტურია გამოძახებული, რაღას აკომენტარებ აქ. კაი რა!!!. ვითომ ბალელშიკი!!!. მუხლის მძიმე ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ, სარეაბილიტაციო კურსს გადის გიორგი და მოედანს უფრო ძლიერი დაუბრუნდება.
gogi
24 მარტი 2017 09:49
0
ჰო, ჰო, მიდით მიაწექით. აქეთ და ადიდეთ. განწყობა შექმენით. თქვენ გგონიათ მაგათი ტრენერი მაგას ჭამს? ქართველების მენტალიტეტს კარგად ვიცნობო, ხომ თქვა. ჰოდა, ჩვენებს ძალს რომ აჩვენებ ეგრევე იხევენ. ამიტომ განწყობა კი არა, ჭკუა უნდა ჭკუა. სწორი სტრატეგია, რომლითაც მოგვიგია მაშინაც კი როცა სუსტი ვიყავით. თავმდაბლად მოაჩვენე თავიო. იქნებ კიდევ ერთხელ გვეცადა ეს, ისევე როგორც ხორვატიასთან. ფაქტია აქამდე ამართლებდა.
hoho
24 მარტი 2017 09:47
0
დვალიშვილი და ლობჟანიძეა ნაკრებში და მეტი რაღა დადებითი მუხტი გინდათ? DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
giga
24 მარტი 2017 09:45
0
გვილია
XXX
24 მარტი 2017 09:07
0
მერამდენედ იმედი და ბოლოს ისევ იმედგაცრუება ხოლმე
Z.LO
24 მარტი 2017 08:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული