სლავოლიუბ მუსლინი: საქართველოს ნაკრები ძლიერი და სახიფათო გუნდია

AutoSharing Option
სერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა დღეს, 23 მარტს, "დინამო არენას" მედიადარბაზში პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ სერბეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, 24 მარტს, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

"ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებმა ჩვენამდე კარგი მატჩები ჩაატარა და რომ თავისი თამაშის ხარისხით იმაზე მეტი ქულა დაიმსახურა, ვიდრე ახლა აქვს. ეს ძლიერი, სახიფათო გუნდია, რომელთანაც მძიმე მატჩი გველის, მაგრამ ჩვენი მიზანი ყველა მატჩში მოგებაა და აქაც მოსაგებად ჩამოვედით.

საქართველოში ბევრი ინდივიდუალ
ისტია. კარგად ვიცნობ ჯანო ანანიძეს. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და ზოგადად, ვლადიმირ ვაისს კარგი და დისციპლინირებული გუნდი ჰყავს. თუ არ ჩავთვლით მოლდოვასთან ჩატარებულ მეორე ტაიმს, ყველა მატჩი საქართველომ კარგ დონეზე ჩაატარა.

შესაძლოა, მენტალიტეტით ჩვენ და ქართველები ოდნავ ვგავდეთ ერთმანეთს. ადრე სტაბილურობის მხრივ გვქონდა პრობლემები, მაგრამ ამ შესარჩევ ეტაპში ზუსტად იმ ფეხბურთს ვთამაშობთ, რასაც უნდა ვთამაშობდეთ", - თქვა მუსლიმმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძიაძ სვალობიც გვეღადავება. რაის მაგარი, ჩემი თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდით მოვუგებ ამ პენსიონერებს. უჩიკო და ლადუნა ძირითადში გვინდა, ვითხოვთ ხალხი!
ქომაგი
20:56 23-03-2017
0
ქართველო ქომაგებო-ცოტა "ქართულ ტვინს მოვუხმოთ" ვიქართველოთ ბოლომდე,ხელფეხი ნუ ჩამოყარეთ ბრძოლამდე-უბრძოლველად.ცხოვრებაშიც მაგგვაად ვივლით-რაის მაქნისები ვართო, რომ გავიძახით,უვარგისად,უმოქმედობით,"სხვათაგან"დაჩაგრულად, უკმაყოფილონი,უსუსურნი შეძლებითაც და ბრძოლისუნარიანობითაც არარაობებად.ეს ფეხბურთელები და მთავრობა თუ "ვერ არიან" გამოვასწორებინოთ ვაბრძოლოთ,ჩვენ ხალხმა,გავხადოთ სურთ თ არ სურთ,თავთავიანთი საქმის ნამდვილად,ხალხს სახსების ანაზღაურებადად მცოდნედ, ძლიერ ქართველებად "ვზარრრდოთ".ეს "სლავო ლიუბი მუსლიმი" კი რაცაა, "ქრთველების მიმართ", მის ვირ-ეშმაკურ ნათქვამებიდანაც ჩანს.თავისთან-თეთრ ქალაქში " ომახიანად გაიძახოდა"-მე ვიცი ქართველთა მენტალიტეტიო,ზოგჯერ ძლიერებთან თამაშობენ თანასწორადო,მაგრამ თუ გულიანად ვეთამაშები ქათველებსო,იბნევიან და უმრავლეს გუნდებთან აგებენო,აქ კი-თბილ ქალაქში, სხვანაირად "წაგვიქონა, ამღერდა",ქართველები ძლიერი და სახიფათო გუნდიაო.ფაქტია! სერბები ჯამში დღეს, კლასით გვჯობიან,მაგრამ ნუთუ ქათველობითაც,ჩVენზე უფრო სერბები არიან??? როდისღა? ვიქართველებთ-ვიბრძოლებთ ნებისმიერ მეტოქესთან,ნებისმიერ გეიმში,ნებისმიერ სფორტის თუ ცხოვებსეულ სახეობაში-ყოფაში-ვითარებაში, მშვიდობასა თუ ომისას, თუ არა ეროვნული გუნდების მატჩებში-ეროვნულად,"ერთად მხა მხარს,ყველაფერში-ამ წუთი სოფლად დროებით მოსულებმა"
Sebasten Chabal. Fance
11:07 24-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული