საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მარტს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში V ტურის შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ამ წაგებით ვლადიმირ ვაისის გუნდმა მუნდიალზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

- ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!
- სლავოლიუბ მუსლინი: ცოტა მეცოდება ვლადიმირ ვაისი, ასეთ მარცხს არ იმსახურებდა
- "ქართული სპორტის ქომაგების" ლამაზი პერფორმანსი საქართველო-სერბეთის მატჩზე [VIDEO]
- საქართველო-სერბეთის მატჩზე "დინამო არენა" მობილურებით განათდა [VIDEO]

არადა, "დინამო არენაზე" ვაისის გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო - უკვე მე-5
წუთზე სერბი მცველის შეცდომით ნიკა კაჭარავამ ისარგებლა და მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს ანგარიშში უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, თუმცა კაჭარავას იდეალური პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა კარს მცირე მანძილით ააცილა.

სერბებმა გათანაბრება ტაიმის მიწურულს დანიშნული 11-მეტრიანით შეძლეს. გოლი 45-ე წუთზე დუშან ტადიჩმა მიითვალა.

მეორე ნახევარში სტუმრება დაწინაურებაც შეძლეს. 64-ე წუთზე ძლიერი დარტყმით ალეკსანდრ მიტროვიჩმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე უკვე მიატ გაჩინოვიჩმა დააფიქსირა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს კვლავ არცერთი მოგება აქვს D ჯგუფში და 2 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა.

- მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. V ტური: ირლანდია და უელსი დაზავდნენ [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, ნავალოვსკი, კაკაბაძე (70, არაბიძე), კაშია, კვირკველია, გვილია (90, ჯიღაური), ანანიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (83, ქვილითაია), კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 59 /
რას ფიქრობთ იყო თერთმეტმეტრიანი?!! მე ვფიქრობ არ უნდა დაედო..გამეორებაზე ჩანს რომ უბრალოდ ხელით შეეხო..ასეთ რამეზე ეს მსაჯი გერმანიაში არ დადებდა...და ამ გოლმა გატეხა კიდევაც ჩვენი გუნდი!!
შემთხვევით?!!
საკმაოდ საყურადღებოა აგრეთვე მისი წარსულიც!! ჩემი აზრით ფედერაციას უნდა აეცილა ეს მსაჯი!!! კობიაშვილმა და იაშამ ხომ მაინც იციან ვინ არის მაგათ დროს გახეთქეს ეგ მსაჯი!! მოკლედ..ტოტალიზატორების ფსონებიც საინტერესოა რა ფსონები იდებოდა სერბეთზე!!!
.რისთვის ზიან ფედერაციაში!!
???
25 მარტი 2017 13:01
0
და ის ხალხი სადაა უმცროსი ახალკაცის პერიოდში ქუჩაში, რომ დარბოდა ქართული ფეხბურთის გადასარჩენად?
ჯონდო
25 მარტი 2017 12:46
0
ეს იცი რისი ბრალია? არასწორი სელექციის, ხათრით რო ათამაშებდით ფეხბურთელებს ლიჟბი რუსულ ან მაკედონიურ გუნდში მოხვედრილიყვნენ, პაპუნაშვილი სად გყავთ???? რო იძახებდით სადმე რომ გაგეყიდათ, ფუი ფედერაცია საქართველოს ჩამყაყებული ფეხბურთი
Gio
25 მარტი 2017 12:34
0
წამიკითხეთ ახლა მორალისტებმა მორალი რატო არ მივედი ამ მარაზმატიკების საყურებლად სტადიონზე.
giga
25 მარტი 2017 12:21
0
აი ეს იღბალი თორემ მსოფლიოზე უნდა ვიყოთ!)))))) კარგი თამაში გამომრჩა მომავლის იმედი მაქ ამ თამაშის შემყურე....))))))) გენაცვალეთ ასეთ კომენტარებში
svan
25 მარტი 2017 12:18
0
ამათ გულისთვის ტელევიზორი როგორ გავტეხო. ყაზაიშვილი დასასჯელია ასეთი ეგოიზმის გამო. კაჭარავას დაბორკილი აქვს ფეხები. კაკაბაძე უპასუხისმგებლოა, რისთვის აიკიდა პენალტი. კარგებიც გვყავს, მაგრამ ორი-სამი ფეხბურთელი თამაშს ვერ მოიგებს.
კახა
25 მარტი 2017 12:03
0
კომენტატორები, ჟურნალისტები და სხვადასხვა ჩინოვნიკები,ფეხბურთის აზრზე რომ არ არიან გასაგებია (წინააღმდეგ შემთხვევაში ვაისი ვერ გაბედავდა ეთქვა ნაკრების მოთამაშეს უბურთოდ თამაში უნდა ვასწავლოო) კაცს მეორე ტაიმი, სერბების მწვრთნელმა, როგორც პატარა ბავშვს ისე მოუგო და თუ ჩემი ბრალია წავალო... საკვირველი იცით რა არის, რატომ არიან ჩუმად მ.ხურვილავა,რ.ძოძუაშვილი, მ.მაჩაიძე,ვ.გუცაევი. ა.ჩივაძე...


mamuka kikabize
25 მარტი 2017 11:55
0
არა მგონია მწვრტნელის ბრალი იყოს რამე კი ყაზაიშვილს რო იმ მომენტში კარგად ეთამაშა წაგებით მაინც ალბათ არ წავაგებდით მაგრამ.... მაინც მგონია რო ფიზიკურად ძალიან სუსტებია ჩვენი ბიჭები და ეს ნაკრებში ვერ გამოსტორდება. სიზარმაცეს უნდა გაართვან თავი და თავიანთ გუნდებში ცოტამეტი უნდა ივარჯიშონ.
gizo
25 მარტი 2017 11:54
0
სანამ ფიზიკურ მომზადებას მეტი ყურადღება არ მიექცევა იქამდე არაფერი არ გამოვა.ეგ ბიჭები თავიანთ კლუბებში სულ სათადარიგო სკამებზე სხედან და მაგათმა რა შედეგს უნდა მიაღწიონ.
რომა
25 მარტი 2017 11:47
0
ესეთი ეროვნული ნაკრების ყოლას სულ რო არ გვყავდეს ჯობია რა და თუ მაინცა და მაინც თბილისის უბნებში ერთი თვით ან ერთი კვირით ადრე ავკრიფოთ ხოლმე 22 კაცი "პლიუს" ერთი მწვრთნელის ვარიანტში და ვითამაშოთ , 90წუთი ვერც ესენი დარბიან და თუ უბნის ნაკრები ვერ ირბენს არც მაგითი მოხდება რამე განსაკუთრბული და პირიქით შეილება უფრო სანახაობრივი თამაში გამოვიდეს
სსდ
25 მარტი 2017 11:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული