გურამ კაშია: ჩვენ ვერ ვიგებთ თამაშებს, ამიტომ შანსი ახალგაზრდებს უნდა მივცეთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ 24 მარტს სერბეთთან განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

"ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან ეს მატჩი ჩვენ, ფეხბურთელებმა წავაგეთ და არა მწვრთნელმა, გულშემატკივარმა ან ვინმე სხვამ. პირველივე ტაიმში შეგვეძლო ყველაფრის გადაწყვეტა, მაგრამ მომენტი გავანიავეთ და ეს სამი ქულა ასე რომ გავანიავეთ, მხოლოდ ჩვენი ბრალია.

ასეთია ფეხბურთი. ორივე ტაიმში სერბების შეცდომებს ველოდით. პირველში ერთი შეცდომა გამოვიყენეთ, მაგრამ დანარჩენები, რაც დაუშვეს და რაც ჩვენით შევქმენით
- ვეღარ. შემდეგ ვეცადეთ ინიციატივა აგვეღო, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ოთხ დღეში ლატვიასთან გვაქვს ამხანაგური მატჩი და იქ შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცემათ. ჩვენ ვერ ვიგებთ თამაშებს, ამიტომ შანსი ახალგაზრდებს უნდა მივცეთ", - თქვა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 43 /
აბა რა გეგონა უჩა რო არ თთამაშეს :):)
uchas fani
25 მარტი 2017 12:37
0
გურამ ახალგაზრდებს კი არა, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებს უნდა მიეცეთ თამაშის უფლება და მხოლოდ ქართველი მწვრთნელის ხელში, თუ გინდა მწვრთნელთა დუბლის ან ტრიოს,მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს. თქვენ ლეგიონერები არასოდეს იყავით და ვერასოდეს იქნებით ნაკრებში ურთიერთშერწყმადი, ეს უნდა აღიაროთ და შენგან დაიწყე, იყავ ბოლომდე ვაჟკაცი,ყველას ვინც იყავით გუშინ ნაკრებში გამოძახებული მოუწოდე რომ უარი თქვან აწ და სამუდამოდ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე თუკი ამავდროულად არ თამაშობენ საქართველოს ჩემპიონატში.
აგერაა პოსტი, აგერა ხარ შენ და ველოდებით შენს მოწოდებას.
ლატვიასთან ამხანაგური მატჩი ბოლო უნდა იყოს საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ლეგიონერებით შეკრებილი ნაკრებისათვის.
Jango
25 მარტი 2017 12:29
0
ნამუსიანი კაცია და მაგიტომ ვაფასებ ცოდვაა ამგენის ხელშ ეს კაცი
qutaiseli
25 მარტი 2017 12:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული