ვლადიმირ ვაისი: მწვრთნელი ყოველთვის ჩემოდნით ხელში დგას... ვნახოთ, რა იქნება ხვალ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 27 მარტს, ლატვიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე სასტუმრო "ჰუალინგში" ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 28 მარტს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" ლატვიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

- სერბეთთან მარცხის შემდეგ გუნდში როგორი განწყობაა? როგორ ემზადება ნაკრები ხვალინდელი შეხვედრისთვის?
- რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ისეთი მატჩის წაგება, რომელსაც აკონტროლებ და რომელშიც არაერთ მომენტს ქმნი. ვიგებდით და შანსი გვქონდა, მეორე გოლიც გაგვეტანა, რომლის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია, ეს ისტორიაა...

ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებსაც სერბეთთან შანსი არ მიეცათ. თავისთავად, ყველა ერთად არ გამოვა მოედანზე, ზოგი ცვლილებაზე შევა. არ მინდა, მოედანზე პირველივე წუთიდანვე ყველა ახალწვეული გამოვიდეს.

ესპანეთთან მოგების შემდეგ დიდი დრო გავიდა და მოგება გვსურს. ვმუშაობთ, აქ სამუშაო ბევრია! მწვრთნელი ვარ და შედეგზე პასუხისმგებელიც ყოველთვის მე ვარ. ყოველი მატჩის შემდეგ სწორი დასკვნები უნდა გავაკეთო.

მწვრთნელი ყოველთვის ჩემოდნით ხელში დგას და მატჩს ელოდება: თუ მას იგებს, ის რჩება, თუ არა - მიდის. ამიტომ ჩემი მომავალი ფეხბურთელებზე, ფედერაციის წარმომადგენლებზე, გულშემატკივრებზეა დამოკიდებული. ვნახოთ, რა იქნება ხვალ...

- რას იტყვით ლატვიის ნაკრებზე?
- ლატვია ძალიან კარგი გუნდია, რომელიც მეორე ნომრად კარგად თამაშობს. ისე კი, ჩვენთვის ყველა მეტოქე ძლიერია.

ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს და ვერ გეტყვით, რომ ხვალ გერმანიის, იტალიის დონის ნაკრები გეყოლებათ, მაგრამ ვმუშაობთ. შედეგი ჯერ არ არის, თუმცა მას ვუახლოვდებით. რამდენიმე ნაბიჯიღა გვაკლია იმ ხარისხამდე, რომლამდეც მისვლა მე, თქვენ და გულშემატკივარს გვსურს.

- სერბეთთან მატჩამდე თქვით, რომ ორი სათამაშო სქემა შეიმუშავეთ. ხვალ როგორ ვითამაშებთ?
- კი, 3-4-3 შევიმუშავეთ, მაგრამ ამ სქემისთვის სათანადო ფიზიკური მომზადება არ გვაქვს. ხვალ 4-3-3 სქემით ვითამაშებთ.

- თქვით, რომ ლატვიის ნაკრებს მეორე ნომრად თამაში ახასიათებს, ჩვენ კი პირველ ნომრად მთელ მატჩს ვერ ვატარებთ...
- კი, ასეა. ხვალ კარგი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ლატვია სტანდარტულებიდან ბევრ გოლს უშვებს და ეს უნდა გამოვიყენოთ. ასევე, ზონურ დაცვას თამაშობს. დარწმუნებული ვარ, შეტევაში გაბედულად ითამაშებენ. მათ მოგება ენდომებათ, ისე არ ჩამოვიდნენ აქ.
მკითხველის კომენტარები / 42 /
მწვრთნელის საქმიანობა შედეგებიდან გამომდინარე ფასდება, რომელიც დღეს ვაისს ძალიან დაბალი აქვს, მაგრამ მისი გამოცდილებიდან და საქმისადმი მიდგომიდან გამომდინარე უნდა მიეცეს საშუალება ეს ციკლი ჩაამთავროს და მერე უკვე მისი დარჩენა-არ დარჩენის საკითხი მთლიანად ციკლის ანალიზის საფუძველზე მოხდეს.
ძალიან დიდი შეცდომა იყო ცხადაძის გაშვება, რომლის შედეგებსაც ახლა ვიმკით (და აქ ვაისი ერთგვარი მსხვერპლიცაა)
Irakli apkhaidze
28 მარტი 2017 11:05
0
3-4-3 დროს მცველები ბურთს უნდა ღეჭავდნენ და ფლანგები 12 კილომეტრს დარბოდნენ,ამის გამკეთბელი რომ არ დაბადებულა ჯერ საქართველოში არ იცის მთავარმა მწვრთნელმა და ეს არის საერთაშორისო დონის?!
vova
28 მარტი 2017 10:56
0
ეს რაღაც სხვანაერად გალობს,ჩაალაგა ჩემოდანი?!
vova
28 მარტი 2017 10:53
0
არა რა ვაისი გასაშვები არაა და ყველაზე ნაკლებათ მას ვადანაშაულებკი აქ ცოტა შეცდომები მაგრამ ძირითადან რაც ჩვენ შედეგი გვაქ ეს ყველაფერი არის ფეხბურთელების კისერზე თვითონ უნდა ცამოყალიბდნენ პროფესიონალებათ,,,,,,ვაის აქ გამოცდილება ნაკრებში მარა ესეთ დაბალ დონეს არ ელოდა რაც აქ დახვდა ტვითონაც თქვა ერთ ერთ პრესკომფერეციაზე რო "ვიცოდით რო იქნებოდა ძნელი მაგრამ ესეთ თუ გაგვიჭირდებოდაო არ მეგონაო" მესი სიტყვებია,,,არ გამიკვირდება თვითონ რო წავიდეს კაცს ინფაკტი აკიდეს ეუბნება ერთს აკეთებენ მეორეს განა ვაისის ბრალია ამათმა რო უბურთოდ თამაში არ იციან ??განა ვაისის ბრალია ფიზიკურათ 45 წუთის მეტც რო ერ თამაშობენ თუ თავიანთ "ჭ"კლასის გუნდებში სკამებს რო ხეხავენ?ვაისის ბრალია??? გადამკვდარები როარია სელფებს და გამის ცხოვრებას??უდისციპლინოთ როიქცევიან ამ კაციის ბრალია?საქართველოს ნაკრები და გულშემატკივარი რო კიდიათ და ეგოისტოვბენ ამ კაცის ბრალია??ამ კაცის ბრალია ისიც რო ამათ გაზადაშიც როა დაშვებული შეცდომები?(საფეხბურთო გაზდას ვგულისხმობ) ბავშთა მწთნელები არიან ყველა გადასამზადევბლები უნდა გაუშვან ან ესპანეთში ან გერმანიში ან ხორვატიაშI ნახო როგორ ზდიან ბავშვებს იქ და რადონის სპეციალეისტები არიან და რამე სემინარები სწავლება ჩაუტარონ გადაამზადონ თორე შემოვრჩა საპჭოთა სისტემა ისევ აქ,,,,დანილები ფეხბრთელებს დღეში 250 გრამზე მეტ პურს კიარ აჭმევენ?? ესნი კიდე ხინკლით და საცივით ამოძხებიან და მერე კიეზარებათ სირბილი ,,,ჩვენ ნაკრებში არის 3 პროფესიონალი ფეხვბურთელი ესაა ჯაბა კანკავა, გუამ კაშია და ვაკო გვილია ესეთეBი რო გვეყოლება გუნში მინიმუმ 11 კაცი მერე რაგაც გვეშველება დანარჩენები არიან თვით არიარებული,,, პროფესიონალები მე ლიჩნათ ვერანაირ პროფესილალიზმს ვერ ვხედავ ,,, დაკვირდით ელემენტარულია რო მცველამ რო ბურთი აქვს უნდა ამოიწიოს მოედნიოს ცეტრამდე და ნახევარდაცვაში უნდა შექმნას რიცხობრივი უპიორატესობა კაშის გარდა ამას ვერცერთი ვერ აკეთებს ან თუგინდა როგორც კი მეტოქე ცოტა პრესინგს გვეთამაშება ვერ ამოვდივართ პრესინგიდან იკარგება ბურთი ანუ არც პრესინგიდან ამოსვლა იციან არც კარში დარტყმა იციან არც ერთმანეთის დაზღვევა არ გამჭოლი პასი,ამათი გათამაშებული კომბინაცია მე არ მახსენდება კონტრ შეტევაზე გადმოსვლა 3-4 პასში არიციან 2 შეხებიტ სიოსწრაფეზე თამაში არ იციან ტემპიც დაბალია შესაბამისად ისმება კითხვა რაიციან საერთოდ ამათმა???? იციან სელფის გადაღება და ტუცების მოპრუნწკვა აი ეს იციან ყველაზე კარგათ
qutaiseli
28 მარტი 2017 10:51
0
გუგა-"ვაისი უკეთესი მწვრთნელია და უფრო ცოტას იღებს, რატომ იყო მისი მოყვანა არასწორი?". გვამცნობს ფეხბურთის ზნატაკი. თუმცა ავიწყდება, რომ მწვრთნელის საუკეთესო შემფასებელი, ნაკრების ნაჩვენები შედეგია. სადმე თუ ხედავ შედეგს, მაშინ ბრავო შენ...ცხადაძის საკითხს ბევრჯერ შეახსენებენ შენს საყვარელ პარლამენტარ პრეზიდენტს. ცხადაძის იმ მომენტში გაშვება იყო ძალიან უგუნური ქმედება კობისა და მისი გარემოცვის მხრიდან (განსაკუთრებით სპოტრის მინისტრი-დამავიწყდა მისი გვარი). ვინ რამდენს იღებს ხელფასის სახით, ესეც გასარკვევია. აბა მითხარი ვაისის ხელფასი რამდენია და რა პირობებია აქვს ხელშეკრულებაში, რომელიც დარწმუნებული ვარ ნაკლები კი არა უფრო მეტიც გამუვიდოდა საბოლოო ჯამში თუ შედეგი ექნებოდა. კიდევ, დღეს ლატვიასთან ტამაშია და არ დაგავიწყდეს აუცილებლად წადი.
koka
28 მარტი 2017 10:30
0
სანაკრებო გამოცდილების მქონე მწვრთნელი გვეღირსა და გავუფრთხილდეთ!

პატივისცემით, გუჯა კახაძე
გუგა-ს ვეთანხმები!
28 მარტი 2017 10:11
0
ვლადიმირ ვაისი ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია და ფეხბურთელების შერჩევაც არ ეშლება. თუ მას აცლიან, საქართველოს ნაკრებიც და მთლიანად ფეხბურთიც საქართველოში მაღალ დონეებს მიაღწევენ!
iveri
28 მარტი 2017 10:08
0
სანამ ფედერაციაში ნეპოტიზმი იქნება არაფერიც არ გამოვა, ეგენი, ვაისიც რომ გაუშვან, ისეთ მწვრთნელს არ მოიყვანენ, რომელიც მათ ჭკუაზე არ ივლის, მაგიტომაც გაუშვეს ცხადაძე. თევზი თავიდან ყროლდებააა
ლეო
28 მარტი 2017 10:06
0
სანამ ფედერაციაში ნეპოტიზმი იქნება არაფერიც არ გამოვა, ეგენი, ვაისიც რომ გაუშვან, ისეთ მწვრთნელს არ მოიყვანენ, რომელიც მათ ჭკუაზე არ ივლის, მაგიტომაც გაუშვეს ცხადაძე. თევზი თავიდან ყროლდებააა
ლეო
28 მარტი 2017 10:06
0
amiran
28 მარტი 2017 09:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული