18:48 28-03-2017
საქართველოს ნაკრებმა ლატვიას პირველი ტაიმი მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
თამაშის დაწყების წინ მოედანზე საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და რაიმონდს ვეიონისი, ეროვნული ნაკრებების მაისურებით, სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გამოვიდნენ, ფეხბურთელებს მიესალმნენ და სახელმწიფო ჰიმნების შესრულებას მათთან ერთად დაესწრნენ.
- გიორგი მარგველაშვილმა და ლევან კობიაშვილმა ჰიმნი საქართველოს ნაკრებთან ერთად შეასრულეს [VIDEO]
ვაისის გუნდმა თავიდანვე შეუტია, ანგარიში კი მე-18 წუთზე გაიხსნა. ლატვიელთა საჯარიმოში გიორგი ქვილითაია წაიქცა, მატჩის სომეხმა არბიტრმა სურენ ბალიანმა კი ხელი 11-მეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტის გატანა ჯანო ანანიძეს არ გასჭირვებია - 1:0.
სხვაობა ორბურთიანი 32-ე წუთზე გახდა. ანანიძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ქვილითაიამ ბურთი ერთი შეხებით გაგზავნა ანდრის ვანინის კარში - 2:0.
ტაიმის დასრულებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ტაიმი ამ შემადგენლობით ჩაატარა: მაკარიძე, ლობჟანიძე, ხოჭოლავა, კაშია, ნავალოვსკი, გვილია (36, კიტეიშვილი), კვეკვესკირი, ანანიძე, ჯიღაური, დვალიშვილი, ქვილითაია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული