საქართველოს ნაკრებმა ლატვიას პირველი ტაიმი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრები "დინამო არენაზე" ამხანაგურ შეხვედრას ლატვიის ნაკრებთან მართავს. პირველი ტაიმი დასრულდა, ანგარიშია 2:0 ვლადიმირ ვაისის გუნდის სასარგებლოდ.

თამაშის დაწყების წინ მოედანზე საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და რაიმონდს ვეიონისი, ეროვნული ნაკრებების მაისურებით, სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გამოვიდნენ, ფეხბურთელებს მიესალმნენ და სახელმწიფო ჰიმნების შესრულებას მათთან ერთად დაესწრნენ.

- გიორგი მარგველაშვილმა და ლევან კობიაშვილმა ჰიმნი საქართველოს ნაკრებთან ერთად შეასრულეს [VIDEO]

ვაისის გუნდმა თავიდანვე შეუტია, ანგარიში კი მე-18 წუთზე გაიხსნა. ლატვიელთა საჯარიმოში გიორგი ქვილითაია წაიქცა, მატჩის სომეხმა არბიტრმა სურენ
ბალიანმა
კი ხელი 11-მეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტის გატანა ჯანო ანანიძეს არ გასჭირვებია - 1:0.

სხვაობა ორბურთიანი 32-ე წუთზე გახდა. ანანიძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ქვილითაიამ ბურთი ერთი შეხებით გაგზავნა ანდრის ვანინის კარში - 2:0.

ტაიმის დასრულებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ტაიმი ამ შემადგენლობით ჩაატარა: მაკარიძე, ლობჟანიძე, ხოჭოლავა, კაშია, ნავალოვსკი, გვილია (36, კიტეიშვილი), კვეკვესკირი, ანანიძე, ჯიღაური, დვალიშვილი, ქვილითაია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული