19:53 28-03-2017
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლატვია გაანადგურა [VIDEO]
AutoSharing Option
თამაშის დაწყების წინ "დინამო არენის" მოედანზე საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და რაიმონდს ვეიონისი, ეროვნული ნაკრებების მაისურებით, სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გამოვიდნენ, ფეხბურთელებს მიესალმნენ და სახელმწიფო ჰიმნების შესრულებას მათთან ერთად დაესწრნენ.
- გიორგი მარგველაშვილმა და ლევან კობიაშვილმა ჰიმნი საქართველოს ნაკრებთან ერთად შეასრულეს [VIDEO]
ვაისის გუნდმა თავიდანვე შეუტია, ანგარიში კი მე-18 წუთზე გაიხსნა. ლატვიელთა საჯარიმოში გიორგი ქვილითაია წაიქცა, მატჩის სომეხმა არბიტრმა სურენ ბალიანმა კი ხელი 11-მეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტის გატანა ჯანო ანანიძეს არ გასჭირვებია - 1:0.
სხვაობა ორბურთიანი 32-ე წუთზე გახდა. ანანიძის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ქვილითაიამ ბურთი ერთი შეხებით გაგზავნა ანდრის ვანინის კარში - 2:0.
შესვენების შემდეგ დუბლი ჯერ ქვილითაიამ (68-ე წუთი) მიითვალა, 77-ე წუთზე კი - ანანიძემ.
საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე საჯარიმოდან გიორგი არაბიძემ დააფიქსირა, რომლისთვისაც ეს გოლი სადებიუტოა ეროვნულ ნაკრებში.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: მაკარიძე, ლობჟანიძე, ხოჭოლავა, კაშია, ნავალოვსკი (78, ნავალოვსკი), გვილია (36, კიტეიშვილი), კვეკვესკირი, ანანიძე, ჯიღაური (63, კობახიძე), დვალიშვილი (63, არაბიძე), ქვილითაია (78, კაჭარავა).
საქართველოს ნაკრები მომავალ მატჩს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 11 ივნისს, სტუმრად მოლდოვასთან ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
რა მაგრები ვართ ცალკარიანობის თამაშში :) და ამის ფონზე კიდევ ხრიგინში...ხთფუი...მეტოქე საერთოდ არ გვყავდა მინდორზე და რა ააქოთეთ ყველაფერი?
0
0
natali-ს ასეთი ვითომ ასტრიაკები ერთეული რომ გვყავდეს რა გვიშავდა ბითუმად გვყავს, ბითუმად!!!.თვითონ ცხოვრებაში ღირებული 1 თეთრის საქმე არა აქვთ გაკეთებული,საჯდომები აქვთ გასივებული კომპიუტერთან ჯდომით,დედიკოები ხელით აჭმევენ და აქ ,,ვაჟკაცობენ
0
0
კომენტატორზე ვიკაიფე რა საწყენია ამხანაგური რომაა ეს მატჩიო. ამხანაგური რომ არ ყოფილიყო მოგვაგებინებდა ლატვია??? როცა რაიმე დატვირთვა აქვს თამაშს ფარერებს ძლივს ვუგებთ
0
0
ვიზალიბერალიზაცია:)))-ს. რა მაგარი ბოღმის ბუკეტი ხარ!!!!!
0
0
ვიზალიბერალიზაცია:)))-ს. თქვენი ყალიბის "ქართველი" ადამიანი, ალალად მეცოდება. ასეთი ყალიბის ადამიანები ანუ მოქილიკეები, ბოღმით აღსავსენი და ა.შ, საკუთარ გრძნობებში იძირებიან და შემდეგ ვერდამკვიდრების გამო საერთოდ ქრებიან. ამას არ დავწერდი, რომ არა ამ სუბიექტის მიერ ქილიკით ნახსენები სიტყვა "ვიზალიბერალიზაცია". ვერანაირად ვერ ვხვდები, რა პრინციპებით ან რა მოტივებით ხელმძღვანელობენ ასეთი ადამიანები.
0
0
ვაისის გაშვება ვისაც უნდა არგენტინის ნაკრების თამაშები ნახოს და მიხვდება მწვრთნელის როლს
0
0
hvenmma megoleebma mizani gaiscores.
0
0
წააგებენ აგინებენ,მოიგებენ და ჩაწყობილი იყოო:)):)):))რამ გამოგა,,დაგბოღმათ ასე,ხომ შეიძლება ისიამოვნო და დატკბე,ბოლოს და ბოლოს 5 გოლი გავიტანეთ>>>
0
0
ძალიან შემეცოდა ლატვია...
0
0
ჯანო მხეცი ხარ)
0
0
< წინა123შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული