"ვაკო ყაზაიშვილი მთელი ღამე ტიროდა და ფაქტობრივად, არ ეძინა"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე ვაკო ყაზაიშვილზეც ისაუბრა.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

სლოვაკი სპეციალისტის თქმით, სერბეთთან საგოლე შანსის გამოუყენებლობისა და კრიტიკის გამო ყაზაიშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და თანადგომა სჭირდებოდა.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

"ხალხმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას პირადი პრობლემებიც ჰქონდა. ფეხბურთელს ყოველთვის გატანა უნდა. სერბეთის წაგებული მატჩის შემდეგ იგი ძალიან გააკრიტიკეს და ეს დღეები ვაკოსთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო.

შეხვედრის შემდეგ ყაზაიშვილი მომხდარს
ძალიან განიცდიდა, ფსიქოლოგიურად გატეხილი იყო, მთელი ღამე ტიროდა და ფაქტობრივად, არ ეძინა. ახლა მას ჩემი და ყველას თანადგომა სჭირდება.

თავადაც მსურდა, რომ ჩვენთან ყოფილიყო, ეთამაშა და ამით გამემხნევებინა. საქართველოს ნაკრებს კი მისი დონის ფეხბურთელები სჭირდება", - თქვა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 61 /
ყველას აქვს პირადი პრობლემები და მაინც მივდივართ სამუშაოდ და ვასრულებთ და კრიტიკაც ნდა მიიღო
goga
12:33 29-03-2017
0
მაგან ერთხელ იტირა და ჩვენ 25 წელია გვატირებენ
lasha
12:38 29-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული