ნიკა კვეკვესკირი: რაც მეტს ვითამაშებ, მით უფრო თავდაჯერებული გავხდები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ლატვიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 28 მარტს "დინამო არენაზე" გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლატვია ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

"სერბეთთან თამაშმა გაორებული შთაბეჭდილება დატოვა. თითქოს ძალიან კარგი პირველი ტაიმის შემდეგ მაინც წავაგეთ 1:3, თუმცა დავინახეთ ის შეცდომები, რომლებზეც მომავალში აუცილებლად ვიმუშავებთ.

თუ არ ჩავთვლით 3-4 ფეხბურთელს, ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს. აქ ბევრი ფეხბურთელია 25 წლამდე ასაკის და ეს ეროვნული ნაკრებისთვის პატარა ასაკია. პერსპექტივა
გვაქვს და ამ ნაკრების კარგ მომავალზე შეიძლება ფიქრი.

რაც შეეხება ლატვიასთან მატჩს, ყველამ ნახეთ, რომ შემტევი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. შეგვიძლია ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ და გულშემატკივარი გავახაროთ. სერბეთთან მარცხის შემდეგ ასეთი გამარჯვება აუცილებელი იყო.

მიხარია, თუ ჩემმა თამაშმა გულშემატკივრის კმაყოფილება გამოიწვია. ეროვნული ნაკრების ყველა მატჩში მონაწილეობა ჩემი ოცნებაა და ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო. ზოგჯერ ეს გამომდის, ზოგჯერ - ვერა. ვფიქრობ, უკეთესადაც შემიძლია თამაში და რაც მეტს ვითამაშებ, მით უფრო თავდაჯერებული გავხდები და თავს უკეთ წარმოვაჩენ.

გასვლის თეორიული შანსი ყველა ჯგუფიდან არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ჯგუფში ჩვენზე ძლიერი გუნდებიც არიან. სამწუხაროა, რომ სადღაც უიღბლობა, სადღაც კი პასის ნაკლებობაც იყო. ქულები ჩვენივე შეცდომების ხარჯზე დავკარგეთ.

კარგი თაობა მოდის და მომავალს იმედიანად ვუყურებ", - თქვა კვეკვესკირმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძაან მაგარი ხარ ნიკა.მოგვწონს გულშემატკივრებს შენი მოქმედებები.მოედნის ხედვა ,სითამამე და ბურთან შენობით მობყრობა.
luka.
08:50 30-03-2017
0
დვალიშვილი უნდა შეცვალოს ვაისმა სხვა პერსპექტიული თავდამსხმელიტ.
kaxa
13:32 29-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული